იცით თუ არა, რას ნიშნავს ეს სტიკერები ხილზე? - დაფარული ციფრები გაგაოცებთ!

ბევრ ჩვენგანს შეუმჩნევია ამ თუ იმ ხილზე დაკრული პატარა ქაღალდი, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ეს არის არა მარტო სარეკლამო სტიკერი, მასზე, გარდა ლოგოტიპისა, არის დატანილი კოდი, რომელიც მყიდველს გარკვეულ ონფორმაციაზე მიანიშნებს.
ოთხნიშნა კოდი, რომელიც იწყება ციფრებით 3 და 4
ასეთი მარკირება მიანიშნებს, რომ ხილი მოყვანილია ინტენსიური პრინციპით. ანუ ის მაქსიმალურად შეიცავს სასუქებსა და პესტიციდებს.


ხუთნიშნა კოდი, რომელიც იწყება ციფრით 9
ეს კარგი ნიშანია, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ხილი მოყვანილია ტრადიციული მეთოდით. ეს ორგანული ხილია.


ხუთნიშნა კოდი, რომელიც

იწყება ციფრით 8
ეს ნიშანი მიგვითითებს იმაზე, რომ ეს პროდუქტი გენმოდიფიცირებულია. კვლევების თანახმად დაადგინეს, რომ ყველაზე ხშირად ამ პროდუქტთა სიაში შედის ისეთი ხილი, როგორიც არის ბანანი, ნესვი, პაპაია.


ასე რომ, როდესაც სუპერმარკეტს ესტუმრებით და გადაწყვეტთ ხილის შეძენას, ყურადღებით იყავით, კარგად დააკვირდით პროდუქტზე დაკრულ სტიკერს, თუმცა უმჯობესია ისეთი ხილი შეიძინოთ, რომლიც ამა თუ იმ სეზონისთვის არის აქტუალური, ასე მინიმუმამდე დაიყვანთ გენმოდიფიცირებული პროდუქტის შეძენის ალბათობას.