დაფნის ფოთლები სახლის ყველა კუთხეში დაალაგეთ და შედეგით გაოცდებით!

სახლში მწერების შემოტევას ბევრი ოჯახი განიცდის. ხან ჭიანჭველები "გვსტუმრობენ", ხან - ტარაკნები და ა.შ. გამოცდილი დიასახლისები გამოცდილ მეთოდს გვთავაზობენ მათთან საბრძოლველად. რაც მთავარია, ეს იაფი და მარტივი გამოსავალია.

საკმარისია, დაფნის ფოთლები განათავსოთ სახლის ყველა კუთხეში და დაუპატიჟებელი სტუმრების შესახებ სულ დაგავიწყდებათ. საიდუმლო ის არის, რომ თურმე ტარაკნები, ჭიანჭველები, ბუზები, კოღოები, ჩრჩილები და სხვა მწერები, ვერ იტანენ დაფნის ფოთლის სუნს.

თუ დაფნის ფოთლებს ბურღულეულის ქილებშიც მოათავსებთ, წვრილი მწერებისა და ჭიების გაჩენას აღუდგებით წინ. აი, რამდენი სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ დაფნის ფოთლებმა.