რამდენი ფქვილი სჭირდება ერთ ლიტრ ბადაგს იდეალური სისქის ჩურჩხელებისთვის - კახელი დიასახლისის რეცეპტით

ქალბატონი ციალა ჩეკურიშვილი კახეთის სოფელ ყანდაურაში ცხოვრობს. ციალა ბებოს ჩურჩხელები საკმაოდ ცნობილია არა მარტო მის სანაცნობოსა და საახლობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ციალა ბებომ "შინის" მკითხველებს გაუზიარა საიდუმლო, როგორ გამოდის მისი ჩურჩხელები რბილი, გემრიელი და დიდხანს ინარჩუნებს სირბილესაც და გემოსაც.

- კარგი ჩურჩხელა, რომელიც მე ჩემი წინაპრებისგან ვიცი, ასე კეთდება: ყურძენს რომ დაწურავენ, ამოიღებენ მაშინვე წვენს და გადაწურავენ, შემდეგ დადგამენ ცეცხლზე და ადუღებენ კარგად, თან უნდა მოხადონ ქაფი დუღილის დროს. კარგად ადუღებენ ისე, რომ ნახევარი დარჩეს. გააჩერებენ. ესაა ბადაგი, რომელიც არ

ფუჭდება, რამდენიმე დღეც რომ იყოს და მერეღა აკეთებენ თათარას... 1 ლიტრა ბადაგზე 2 ღვინის ჭიქა ფქვილი უნდა (200-მილილიტრიანი ჭიქები იგულისხმება), კარგად გახსნიან ერთმანეთში და დადგამენ ცეცხლზე. თან გამუდმებით უნდა ურიონ. ნელ-ნელა გასქელდება. კარგად სჭირდება ამორევა, რომ არ მიიწვას.
ნელ-ნელა გასქელდება და შესქელებული ცოტა დაბალ ცეცხლზე უნდა მოიშუშოს, ფქვილის გემო რომ არ ჰქონდეს... ბუშტები უნდა გაუჩნდეს დუღილის დროს... კარგად უნდა მორევა დუღილის დროსაც ...
შემდეგ უკვე გამზადებულ ასხმულ ჩურჩხელებს ამოავლებენ ცხელ-ცხელ თათარაში.
გაშრობას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება. სიცივეში და ქარში არ აშრობენ.
თუ ჩურჩხელა დამსკდარია, დუღილი აკლია ბადაგს...