ხშირად გვგონია, რომ ვიყიდით რამდენიმე ლამაზ ორგანაიზერის ყუთს და შემდეგ სახლი აუცილებლად მოწესრიგებული იქნება. სინამდვილეში, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ყველა ორგანაიზერი ისეთი მოსახერხებელი არ არის, როგორც წარმოგვიდგენია და რეალურად მხოლოდ ხელს უშლის სახლში შენახვის სისტემის ორგანიზებას.

სივრცის ორგანიზატორთა აზრით, თუ სახლში ისედაც ცოტა სივრცე გაქვთ, ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. პატარა ბინაში შენახვის სისტემის ორგანიზებისთვის, პირველ ადგილზე ფუნქციურობა უნდა დააყენოთ და არა იერსახე. უმჯობესია, შენახვის გადაწყვეტილებები ცარიელ ჩემოდნად წარმოიდგინოთ. თუ ის ნივთების გარეშეც მძიმეა ან რაიმე რთული დიზაინი აქვს, ეს
მხოლოდ დამატებით თავის ტკივილს მოიტანს. იგივე ეხება ნებისმიერ შესანახ კონტეინერს: არ აიღოთ ზედმეტად მძიმე ან რთული თავსახურიანი კონტეინერები.

არ გირჩევთ დიდი კონტეინერების, მაგალითად, სათამაშოების დიდი სკივრების გამოყენებას, რადგან ისინი ყოველთვის არეული იქნება.
კონუსის ფორმის ან ტრაპეციის ფორმის კონტეინერები დახრილი გვერდებით ასევე არ არის საუკეთესო არჩევანი. ისინი ძვირფას ადგილს კარგავენ თაროებზე და ძნელია ნივთების განთავსება. ამის ნაცვლად უმჯობესია მარტივი მართკუთხა ან კვადრატული კონტეინერები სწორი გვერდებით.
რაც შეეხება ნაქსოვ კალათებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება, სრულიად შეუფერებელია ნივთების შესანახად, რადგან ისინი ადვილად ეკვრიან დელიკატურ ტანსაცმელს. გაითვალისწინეთ ეს, თუ მოულოდნელად გადაწყვეტთ ნაქსოვი კალათის გამოყენებას ჭუჭყიანი სარეცხისთვის.
საუკეთესო გამოსავალი არ არის ასევე თაროები, კარადები და სხვა სათავსო სისტემები რეგულირებადი თაროების გარეშე. ნივთები, რომლებსაც ადამიანები თაროებზე ინახავენ, ზომითა და სიმაღლით განსხვავდება. თუ გსურთ, რომ კარადაში მტვერსასრუტი ან მაღალი ჩექმები შეინახოთ, უნდა შეძლოთ ერთ-ერთი თაროს გადაადგილება ან მოხსნა მაინც.
არ შეიძინოთ უნივერსალური ორგანიზატორები, რადგან ადამიანების უმეტესობას სჭირდება საორგანიზაციო ინსტრუმენტები: უჯრები, თაროები, კარადები. წარმოიდგინეთ კედლის თაროები, კარზე დასამაგრებელი ორგანიზაციული ჯიბეები, მტვერსასრუტის შესანახი ჩანთები - ნებისმიერი მიზანმიმართული, მორგებული შენახვის გადაწყვეტა.
იატაკზე დასადგმელი საკიდი არის მონსტრი, რომელიც არასდროს წყვეტს ზრდას. ის მხოლოდ მაშინ გამოიყურება მოწესრიგებულად, როდესაც მასზე არაფერი კიდია. უმჯობესაი კედელზე დაამატოთ რამდენიმე კაუჭი.

თუ იქ ბევრი ნივთის განთავსებას გეგმავთ, საუკეთესო ვარიანტი არ არის უჯრა საწოლში. უჯრები, როგორც წესი, საკმარისად ღრმა არ არის და როდესაც საწოლს კუთხეში მიიტანთ, სივრცის ნახევარი იკარგება.
ამის ნაცვლად, გამოიყენეთ ამწევი მექანიზმის მქონე საწოლები, რომელშიც როგორც ჩემოდანს, ასევე სეზონური ტანსაცმლის ყუთს მოათავსებს.
ასევე ღია თაროები უნიტაზის ზემოთ არ არის მოსახერხებელი და სასურველი გადაწვეტილება. თუ ეს თქვენი ერთადერთი ვარიანტია საყოფაცხოვრებო ქიმიკატების და სხვა ნივთების შესანახად, არავინ არის წინააღმდეგი, მაგრამ უფრო მოსახერხებელია თაროს ჩამოკიდება აბაზანის კუთხეში, უნიტაზის მოპირდაპირე კედელზე. ეს შეამცირებს თაროდან რაღაცის ჩამოვარდნის ალბათობას ყველაზე არასასურველ მომენტში.