ჯუ­ჯა ხე­ე­ბი ჩვენს სახ­ლ­ში - ყველაფერი ნაყოფდეკორატიულ ხეებზე

ბო­ლო დროს დი­დი მოთხოვ­ნაა ოთა­ხის მცე­ნა­რე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ნა­ყოფ­საც იძ­ლე­ვი­ან. ჯუ­ჯა ბრო­წე­უ­ლი, ჯუ­ჯა ლი­მო­ნი, ოთა­ხის წი­წა­კა და სხვა - სახ­ლ­საც ალა­მა­ზე­ბენ და ზოგიერთი მათგანის ნა­ყო­ფიც იჭ­მე­ბა. ასე­თი ნა­ყოფ­დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ად­ვი­ლად მო­ი­პო­ვე­ბა და ხა­რობს კი­დეც. სა­პატ­რი­არ­ქოს დე­კო­რა­ტი­უ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯის პე­და­გო­გი მაია ქურ­და­ძე რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ზე გვი­ამ­ბობს და პრაქ­ტი­კულ რჩე­ვებ­საც გვაძ­ლევს.



ოთა­ხის წი­წა­კა სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის ნა­ყო­ფით საკ­ვე­ბად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი მცე­ნა­რეა. ყვა­ვი­ლო­ბი­სა და ნა­ყო­ფო­ბი­სათ­ვის სჭირ­დე­ბა ნო­ყი­ე­რი მი­წა და ნა­თე­ლი, მზი­ა­ნი ად­გი­ლი. ზაფხულ­ში შუ­ადღის მწველ მზეს მო­ა­რი­დეთ. სით­ბოს მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რეა, ამი­ტომ ვერ იტანს ცი­ვი წყლით

მორ­წყ­ვას. მორ­წყ­ვა რე­გუ­ლა­რუ­ლი და უხ­ვი უყ­ვარს. რო­გორც წყლის ნაკ­ლე­ბო­ბის­გან, ისე - სი­ჭარ­ბის­გან, ფოთ­ლე­ბი სცვი­ვა. ზამ­თარ­ში თუ სით­ბო და­აკ­ლ­და, ყვა­ვი­ლო­ბა­საც წყვეტს. ად­რე გა­ზაფხულ­ზე წა­მოზ­რ­დი­ლი ტო­ტე­ბი აუცი­ლებ­ლად და­უ­მოკ­ლეთ. გა­დარ­გ­ვი­სას ფეს­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ცუ­დად მოქ­მე­დებს, ამი­ტომ ახალ ქო­თან­ში გა­და­ტა­ნი­სას თა­ვი­სი­ვე მი­წის გუნ­დას ბო­ლომ­დე ნუ შე­მო­აც­ლით. ად­ვი­ლად მრავ­ლ­დე­ბა თეს­ლით. ახა­ლაღ­მო­ცე­ნე­ბულ ჩი­თი­ლებს და­ცალ­კე­ვე­ბი­სას კენ­წე­რო წა­აწყ­ვი­ტეთ, რომ კარ­გად და­ი­ბუჩ­ქოს.

ჯუ­ჯა ბრო­წე­უ­ლი ოთა­ხის მცე­ნა­რეა. ზაფხულ­ში თუ გა­რეთ გა­ი­ტანთ, აუცი­ლებ­ლად ჩრდილ­ში უნ­და დად­გათ. ოთახ­ში მზი­ა­ნი, ორ­პი­რი ქა­რი­სა­გან და­ცუ­ლი ად­გი­ლი სჭირ­დე­ბა. ჩრდილ­ში ყვა­ვი­ლო­ბას წყვეტს. ნო­ყი­ე­რი მი­წის გა­რე­შე ნა­ყოფს ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, დას­ც­ვივ­დე­ბა. მორ­წყ­ვა ზო­მი­ე­რი სჭირ­დე­ბა, რად­გან მი­წი­სა და ჰა­ე­რის ზედ­მე­ტი ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა­გან ად­ვი­ლად ავად­დე­ბა მავ­ნე­ბე­ლი მწე­რე­ბით. არა­ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­მო თუ ფო­თოლ­ც­ვე­ნა და­ეწყო, არ შე­გე­შინ­დეთ, უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მე­ნით და მა­ლე გა­მომ­ჯო­ბინ­დე­ბა. ზედ­მე­ტად ჩახ­ში­რე­ბუ­ლი ტო­ტე­ბი მო­ა­ჭე­რით. შე­იძ­ლე­ბა გრილ ოთახ­ში გა­მო­ა­ზამ­თ­როთ. რო­ცა მცე­ნა­რე ქო­თანს ფეს­ვე­ბით გა­ავ­სებს, გა­დარ­გეთ ზრდის შე­სა­ბა­მი­სად. ად­ვი­ლად მრავ­ლ­დე­ბა ტო­ტის კალ­მე­ბით: წყალ­ში, ქვი­შა­ში ან პირ­და­პირ მი­წა­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბაც: მომ­წი­ფე­ბუ­ლი, გამ­ს­კ­და­რი ნა­ყო­ფი­დან მარ­ც­ვ­ლე­ბი გა­მო­არ­ჩი­ეთ და ნეს­ტი­ან მი­წა­ში და­თე­სეთ.



ლი­მო­ნი ბუ­ნებ­რი­ვად პა­ტა­რა ხეა, რო­მე­ლიც ქოთ­ნის პი­რო­ბებ­ში ის­ხამს ნა­ყოფს. შე­გიძ­ლი­ათ ოთახ­შიც გა­ზარ­დოთ და აივან­ზეც. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში მზი­ა­ნი ად­გი­ლი სჭირ­დე­ბა. სუბ­ტ­რო­პი­კულ ხეს ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა ურ­ჩევ­ნია. ძლი­ე­რი მცე­ნა­რეა, ამი­ტომ პა­ტა­რა ქო­თან­ში ყვა­ვი­ლო­ბა და ნა­ყო­ფო­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. სჭირ­დე­ბა ნო­ყი­ე­რი მი­წა და უხ­ვი რწყვა, მხო­ლოდ კარ­გი დრე­ნა­ჟი გა­უ­კე­თეთ, რომ ფეს­ვებ­ში წყალ­ი არ ჩა­უდ­გეს. ვერ იტანს ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთრ ცვლი­ლე­ბას, ორ­პირ ქარს და ად­გი­ლის შეც­ვ­ლას. ამ დროს ფოთ­ლე­ბი სცვი­ვა და შე­იძ­ლე­ბა სულ გა­შიშ­ვ­ლ­დეს. თუმ­ცა, არ მოკ­ვ­დე­ბა და მოს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ისევ შე­ი­ფოთ­ლე­ბა. მოს­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში, გა­ზაფხუ­ლის დად­გო­მამ­დე, გახ­ში­რე­ბუ­ლი ტო­ტე­ბი ძირ­ში მო­ა­ჭე­რით. თუ პე­რი­ო­დუ­ლად უნი­ვერ­სა­ლურ სა­სუქს ან გა­დამ­წ­ვარ ნა­კელს მი­აწ­ვ­დით, მეტ ნა­ყოფს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს. ზამ­თარ­ში ყინ­ვე­ბის დად­გო­მამ­დე ქო­თანს ჯვა­ლო ან ვა­ტი­ნა შე­მო­ახ­ვი­ეთ. მი­წის­ზე­და ნა­წილს -5 გრა­დუ­სამ­დე შე­ფუთ­ვა არ სჭირ­დე­ბა, შე­ფუთ­ვი­სას კი ცე­ლო­ფა­ნი ან ჰა­ერ­გა­უმ­ტა­რი ქსო­ვი­ლი არ გა­მო­ი­ყე­ნოთ. მრავ­ლ­დე­ბა თეს­ლით და მყნო­ბით. უმ­ჯო­ბე­სია, თუ წა­მოზ­რ­დილ ნამ­ყენს შე­ი­ძენთ.



ნერ­ტე­რა ოთა­ხის ხა­ლი­ჩო­ვა­ნი მცე­ნა­რეა. მისი პა­ტა­რა კენ­კ­რა­სა­ვით ნა­ყო­ფე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს თეთ­რი, ყვი­თე­ლი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი. საჭმელად უვარგისია. სი­მაღ­ლით 2 სმ-ია, ქო­თანს ამო­ბურ­ცუ­ლი ხა­ლი­ჩა­სა­ვით ეფი­ნე­ბა და ნა­პი­რებ­ზე გად­მო­დის. ციც­ქ­ნა თეთ­რი ყვა­ვი­ლე­ბი­დან ბურ­თი­სე­ბუ­რი ნა­ყო­ფე­ბი ვი­თარ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც მცე­ნა­რე­ზე რამ­დე­ნი­მე თვე რჩე­ბა და თვალს იტა­ცებს. ზრდის პე­რი­ოდ­ში უყ­ვარს სით­ბო და მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა. მი­წა მუდ­მი­ვად სვე­ლი უნ­და ჰქონ­დეს. მზის პირ­და­პირ სხი­ვებ­ზე ფოთ­ლე­ბი ეწ­ვე­ბა. თუ მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქით მორ­წყ­ვას არ და­ი­ზა­რებთ, ფოთ­ლე­ბი­სა და ნა­ყო­ფე­ბის ფე­რი უფ­რო ხას­ხა­სა გა­უხ­დე­ბა. ზამ­თარ­ში სიგ­რი­ლე ურ­ჩევ­ნია: ასე უკეთ ნა­ყოფ­მ­ს­ხ­მო­ი­ა­რობს. ად­ვი­ლად მრავ­ლ­დე­ბა მცო­ცა­ვი ღე­რო­ე­ბის მი­წის ზე­და­პირ­ზე და­ფეს­ვი­ა­ნე­ბით. აგ­რეთ­ვე თეს­ლით და ძი­რის და­ყო­ფით.

თეა ცა­გუ­რიშ­ვი­ლი