5 ოთახის მცენარე, რომლებსაც ვერ მოკლავთ

მცენარე სახლში მხოლოდ სილამაზე არ არის. მწვანე ბინადრები ამცირებენ სტრესს, აუმჯობესებენ განწყობასა და პროდუქტიულობას.

ასპიდისტრა

მცენარე, რომლის პოპულარობა სულ უფრო მეტად იზრდება. ის თუჯივით გამძლეა, ამიტომ ხშირად „თუჯის მცენარესაც“ უწოდებენ. ასპიდისტრას არ უყვარს ხშირი მორწყვა და კვირების განმავლობაში თავს უწყლოდაც კარგად გრძნობს. მცენარე კარგად იზრდება ნაკლებად მზიან ადგილებშიც, ამიტომ ოთახის ბნელ კუთხესაც იდეალურად ეგუება.

სიდედრის ენა (სანსევიერია)

დასავლეთ აფრიკის მკვიდრი ეს მცენარე ნამდვილი „მარტოხელა მგელია“ - რაც უფრო მეტად აიგნორებთ მას, მით უკეთ გრძნობს თავს. დასასვენებლად 3 კვირით მიემგზავრებით? შესანიშნავია!
ის ერთგულად დაგელოდებათ სახლში ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვს.

ფულის ხე

ფულის ხეს უყვარს მზის სხივებში ნებივრობა, მისი სამშობლო ხომ სამხრეთ აფრიკა და მოზამბიკაა, ამიტომ გამონახეთ მისთვის ნათელი კუთხე. არც ამ მცენარეს სჭირდება ხშირი მორწყვა, უბრალოდ შეამოწმეთ მიწა კვირაში ერთხელ, თუ ის ძალიანაა გამომშრალი, ცოტაოდენი წყალი მიაწოდეთ. მიიჩნევა, რომ მცენარე სახლში წარმატებასა და ფულს იზიდავს, სწორედ ამიტომ დაარქვეს მას „ფულის ხე“.

კაუჩუკოვანი ფიკუსი

მცენარე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, რომელიც ერთ მნიშვნელოვან ინგრედიენტს, კაუჩუკს შეიცავს. დღესდღეობით ის სახლის პოპულარული მცენარეა, მისი მუქი-მწვანე დიდი ფოთლები კი ძალიან უხდება ხის ავეჯს და ალამაზებს ინტერიერს. ის წლობით ცოცხლობს.

ალოე

ინდოეთსა და აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ველური მცენარე. ეს მცენარე განაგრძნობს ზრდას, მიუხედავად თქვენი სურვილისა, რომ ის გაანადგუროთ. ალოე კანის ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში განთქმული წამალია, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება დამწვრობა, ნაკაწრი, თუ კანის ზედმეტი სიმშრალე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები