მცენარეები და კატები: გადარჩენის 7 წესი - მარტივი ხრიკები სახლში კატებიც და მცენარეებიც უსაფრთხოდ რომ იყვნენ

ყვავილები და კატები ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამ ფუმფულა შინაურ ცხოველებს უყვართ ყვავილის ქოთნების გადმოგდება და რაც კიდევ უფრო უარესია, აზიანებენ მათ ფოთლებს. თუ დასაცავად მცენარეულ წვენებს გამოიყენებთ, ისინი კატებისთვის შესაძლოა ტოქსიკური აღმოჩნდეს და მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ დეკორატიულ რჩევებს, რათა არც კატა და არც მცენარე არ დაზიანდეს.

შეარჩიეთ კატისთვის უსაფრთხო ყვავილები

არსებობს უამრავი მცენარე, რომლებიც კატებისთვის ტოქსიკური არ არის. ესენია: კალათეა, ქლოროფიტუმი, პეპერომია, ასევე პოპულარული პალმა მცენარეები - ბამბუკის პალმა და ა.შ. შეამოწმეთ ყველა მცენარე და ყვავილი, რომელთა
განთავსებას იქ გეგმავთ, სადაც თქვენი კატა მარტივად მიწვდება.

ფანჯარაზე გააკეთეთ თარო

სინათლე ბევრ მცენარეს უყვარს და ყველაზე უკეთ ფანჯრის რაფაზე იზრდებიან. გააკეთეთ პატარა თარო ფანჯარაზე, თუ მათ ძალიან ხშირად არ აღებთ.

შეავსეთ ფანჯრის რაფები ყვავილებით

ეს ყველაზე მარტივი ხერხია. ქოთნები ერთმანეთთან მაქსიმალურად მჭიდროდ დადეთ, რათა კატას მათ შორის გავლის ადგილი არ ჰქონდეს.

ქოთნები და ლარნაკები მყარ ტუმბოებზე მოათავსეთ

ეს რჩევა განსაკუთრებით ყვავილის თაიგულებს ეხება: ლილიები, მიმოზები, ტიტები და პიონები, რომლებიც არც თუ ისე უსაფრთოა და ცხოველის მოწამვლა შეუძლიათ. პირველ რიგში შეარჩიეთ ვიწრო ლარნაკები, რათა კატას მისგან წყლის დალევის სურვილი არ გაუჩნდეს. მეორეც - ყვავილების თაიგული დადეთ პატარა, მაგრამ მყარ მაგიდაზე ან ტუმბოზე. კატას მასზე ასვლა გაუჭირდება, რადგან ოთხივე თათს იქ ვერ მოათავსებს.

გამოიყენეთ ლეიკოპლასტირი

თუ ლარნაკის ან ყვავილის ქოთნის გამაგრება გინდათ ისე, რომ კატამ მათი გადმოყრა ვერ მოახერხოს, გამოიყენეთ ორმხრივად წებოვანი ლეიკოპლასტირი. მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ დელიკატურ ზედაპირებზე, რადგან ლეიკოპლასტირი კვალს ტოვებს.

დიდი ზომის ყვავილები კარადებზე მოათავსეთ

დიდი ზომის მცენარეების კატისგან გადამალვა გაცილებით რთულია. თაროზე მათ ვერ დაატევთ, ცალკე ტუმბოზე მოთავსებით კი ცუდად გამოიყურება. მოათავსეთ ის კარადაზე ან მაცივარზე, თუ მათზე საკმარისი თავისუფალი ადგილია და დღის შუქიც ანათებს.

ჩამოკიდეთ ყვავილები რაც შეიძლება მაღლა

ქოთანი კედელზე ან ჭერზე რომ მიამაგროთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ჰამაკები ან დაწნული ზონრები. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კატებს საკმაოდ მაღლა ხტომა შეუძლიათ, ამიტომ ყველაზე ტოქსიკური მცენარეები, იატაკიდან მაქსიმალურად მაღლა უნდა მოათავსოთ.

წყარო: elledecoration.ru

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები