როგორ მოვარგოთ ინტერიერს გათბობის სისტემები?

ცივ ზამთარში თბილი სახლი ნებისმიერი ადამიანის ოცნებაა. ცენტრალური გათბობით აღჭურვილი ბინები სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, თუმცა გარდა სითბოსა, ყველას სურს, გათბობის საშუალებები ლამაზადაც ჯდებოდეს ინტერიერში და არ იყოს ამოვარდნილი.

ზოგიერთები ამ საკითხს რადიატორის დაფარვა-დამალვით წყვეტენ და ამის ბევრი მაგალითი არსებობს.

ჩვენ ვეცდებით შემოგთავაზოთ იდეები, თუ როგორ მოახერხოთ და ინტერიერს ლამაზად მოარგოთ და შეუხამოთ გასათბობი საშუალებები, მით უმეტეს, რომ ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია და არ გაგიჭირდებათ ამ ამოცანის ამოხსნა.

მაშ ასე, 5 ტოპ-რჩევა:

1. შეარჩიეთ ისეთი ფორმის, დიზაინის ბატარეები, რომლებიც მოერგება ინტერიერს (ფორმისა
და ფერის მრავალფეროვანი არჩევანი იხილეთ აქ
). ასე გაცილებით გაგიიოლდებათ ამოცანის შესრულება და ბევრად კმაყოფილი იქნებით. 




2. თავად რადიატორს შეუხამეთ  დეკორის ელემენტი - ფარდა, ჟალუზები.


3. თუ ცენტრალური გათბობა არ გაქვთ და ჩვეულებრივ გამათბობელს ყიდულობთ, ასევე მიაქციეთ ყურადღება დიზაინს და იყიდეთ ისეთი, რომელიც მოუხდება თქვენს ინტერიერს. მაგალითად, ბუხრის ეფექტით.


4. გაუკეთეთ წინიდან ე.წ. ეკრანები, ხის ან ლითონის, რომელიც ლამაზი გისოსებივით დაფარავს და საკმაოდ ტრენდული ვარიანტია.



5. შეიძლება, ინტერიერის ფერებში შეარჩიოთ რადიატორი ან უბრალოდ, გადააღებინოთ სპეციალისტს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები