სარეცხის მანქანის დამონტაჟების დროს დაშვებული შეცდომები, რომელიც მერე ბევრ პრობლემას შეგიქმნით

არასწორი ადგილი, ცუდად შეერთებული კომუნიკაციები და ა.შ. - უხეში შეცდომები, რომელთა შესახებ არ ვიცით ხოლმე, შემდგომში სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის.

დავიწყოთ იმით, რომ სარეცხის მანქანა უნდა განთავსდეს მხოლოდ არასაცხოვრებელ ფართში, მაგალითად სამზარეულოში, საკუჭნაოში, აბაზანაში, კორიდორში.

წინასწარ უნდა დაფიქრდეთ დაქანებაზე და კომუნიკაციებზე, რათა სამომავლოდ არ შეგექმნათ პრობლემები.
აუცილებელია, რომ ტექნიკასა და კედლებს შორის დარჩეს თავისუფალი სივრცე. საქმე ის არის, რომ წურვის დროის მანქანა ვიბრირებს და ადვილი შესაძლებელია, რომ დააზიანოს გვერდით მდებარე ავეჯი ან კედლები. მართალია, ხარისხიანად დამონტაჟებული მანქანა არ "დადის", თუმცა ვიბრაცია
მაინც არსებობს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მანქანის სწორ ზედაპირზე დამონტაჟებას. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აქტიური რეცხვის და წურვის დროს მანქანა არ დაზიანდეს.

მანქანის მონტაჟის დროს ასევე გასათვალისწინებელი ელექტროსადენები. სარეცხის მანქანა საკმაოდ ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს, რასაც ძველმა სადენებმა შესაძლოა ვერ გაუძლოს. ასე რომ, სანამ მონტაჟს დაიწყებდეთ, ეს მომენტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სარეცხის მანქანის ისეთ ადგილას დამონტაჟება, სადაც ყინავს, ამან შესაძლოა ტექნიკის დაზიანება გამოიწვიოს.


რომელი სარეცხის მანქანაა ყველაზე კარგი და როგორ გავწმინდოთ მანქანა - რჩევები საუკეთესო ხელოსნისგან

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები