ჩვეულებრივი ცარცი თურმე სასწაულებს ახდენს - ეს უნდა იცოდეთ!

ცარცი ცხიმიან ლაქებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოფილა. წაუსვით ცარცი ლაქას, გააჩერეთ 10 წუთი და გარცხეთ. ცხიმი აღარ იარსებებს.


ცარცი დაგეხმარებთ თეთრი პერანგის საყელოს გათეთრებაში. გარეცხვის წინ წაუსვით საყელოს ცარცი და ისე გარცხეთ. ეს მეთოდი ნებისმიერი თეთრი ქსოვილისთვის გამოგადგებათ და თავიდან აგაცილებთ მის სიყვითლეს.


ხშირად ჩნდება ლაქები ზამშეს ფეხსაცმელზე, რომლის მოშორებაც თითქმის შეუძლებელია, მაგრამ არა ცარცისთვის, წაუსვით ცხიმიან ადგილს ცარცი და დატოვეთ მთელი ღამით, დილით ლაქა აღარ იქნება.


ცარცის ნატეხი სარეცხის კალათაში თავიდან აგაშორებთუსიამვნო სუნსა

და ნესტს. ცვალეთ ცარცის ნატეხი თვეში ერთხელ და ეს პრობლემა არასდროს შეგაწუხებთ.


ასევე გირჩევთ ცარცის ნატეხის მოთავსებას დანებთან და ჩანგლებთან და ისინი არასდროს შეიცვლიან ფერს.


ასევე კარგია ცარცის შენახვა ზარდახშაში. თქვენი სამკაულები არ დაიბურება და სულ ახალივით იბრწყინებს.


ასევე დაგეხმარებათ ცარცი ტანსაცმლის კარადაში იდეალური სურნელის შესანარჩუნებლად. მოათავსეთ შიგნით ცარცის რამდენიმე ნაჭერი და კმაყოფილი დარჩებით.


ცარცი დაგეხმარებათ ავეჯის ოპტიმალურად განლაგებაში გადაადგილების დროს. ჯერ მონიშნეთ ადგილი, სადაც იდგა ავეჯი და ისე გადააადგილეთ. ასე უკეთ გაანაწილებთ სივრცეს.


ჟანგის წინააღმდეგ საბრძოლველადაც უებარი საშუალებაა ცარცი. ინსტრუმენტების ყუთში დაიცავს თქვენს ნივთებს.


ცარცი დაგეხმარებათ კედლებსა და ჭერში არსებული უსიამოვნი ლაქების დაფარვაში.


გახაზეთ ცარცით ნებისმიერი ზედაპირი და პირობას მოგცემთ, რომ იმ ადგილას ჭიანჭველა არ გაჭაჭანდება.


შესანიშნავი საშუალებაა ცარცით ფრჩხილების გათეთრება. ეს კბილი ჯაგრისთ შეგიძლიათ გააკეთოთ.


თუ თქვენი გასაღები კარის გაღებისა და დაკეტვის დროს იჭედება, წაუსვით გასაღებს. ცარცი შეჭამს საკეტში მოთავსებულ ჭუჭყსა და ნესტს და ეს პრობლემაც აღარ შეგაწუხებთ.

შეგიძლიათ, ცარცს ნებისმიერი ფერი და ფორმა მისცეთ, თუ მას საკონდიტრო საღებავსა და წყალთან აურევთ. შემდეგ მოათავსეთ ფიგურუ ფორმაში და დააცადეთ, რომ გაცივდეს და გამაგრდეს.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი