როგორ უნდა გააახლოთ გაცრეცილი ტყავის, ზამშის თუ ბეწვის ქურთუკები და ჩანთები


1. თუ ტყავის ნაწარმის განახლება გსურთ, იგი ათქვეფილი ცილით გაწმინდეთ. დასვრილი ტყავი კი თბილი რძით დაამუშავეთ. ტყავის აღსადგენად გლიცერინი წაუსვით.


2. ტყავის ნაწარმს ბზინვარებას მიანიჭებს ყავის ნალექი. ნალექი ფლანელის ნაჭერში გაახვიეთ და გაწმინდეთ ტყავი.


3. ტყავის ნაწარმის გასაწმენდად გამოგადგებათ საპნიან წყალში დასველებული ჩვარი, რომელსაც ნიშადური ექნება დამატებული. შემდეგ გაწმინდეთ აბუსალათინის ზეთით (ან ვაზელინით, ან გლიცერინით).


4. ტყავს გახეხილი ადგილები პერიოდულად გლიცერინში დასველებული ნაჭრით გაუწმინდეთ ან ახალმოჭრილი ფორთოხლის კანით. ასე დაუბრუნებთ პირვანდელ იერს.


5. დასვრილი ტყავის ჩანთის გასაწმენდად შუაში გაჭრილი ხახვი

გამოიყენეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ ჩანთა რბილი ჩვრით გაწმინდეთ.


6. მუქი ფერის ტყავის ჩანთა ბზინვარებას დაიბრუნებს, თუ ლიმონის წვენში დასველებული ტამპონით გაწმინდავთ.


7. ტყავის ჩანთის განახლებას შეძლებთ, თუ თბილ საპნიან წყალში გარეცხავთ, რომელსაც ნიშადურის სპირტი ექნება დამატებული. გაშრობის შემდეგ ჩანთა აბუსალათინის ზეთში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ.


8.ე.წ ”დუბლიონკის” გასაწმენდად გამოიყენეთ საპნიანი წყალი, რომელსაც დამატებული ექნება ნიშადურის პირტი. პირველი პროცედურის შემდეგ ჩაატარეთ მეორე პროცედურა. 20 გრამი გლიცერინი, 20 გრამი ნიშადურის პრიტი, 5 გრამი ბორაკი 0,5 ლ წყალში გახსენით. მასში დასველებული ჩვრით გაწმნიდეთ ტყაპუჭი და კარგად გააშრეთ.


9. ნატის ქურთუკი შემდეგი ნარევით გაასუფთავეთ: 1 სადლის კოვზი ნიშადურის სპირტი გახსენით ხუთ სადილის კოვზ წყალში. შემდეგ გაწმინდეთ ნარევით, რომელსაც შემდეგნაირად მოამზადებთ: 1 ჩ/კ ძმარი 1 ლიტრ წყალზე.


10. თუ ტყავის ხელთათმანი მჭიდროა, სველ პირსახოცში გადაახვიეთ. 2-3 საათის შემდეგ ჩამოიცვით ხელებზე და ისე გააშრეთ.


11. ბეწვეულს ბზინვარება რომ დაუბრუნოთ დააქუცმაცეთ ნიგოზი, მოათავსეთ მარლის ქისაში და გადაუსვით ბეწვს მისი ზრდის მიმართულებით.

წაიკითხეთ ასევე:

როგორ გადავკიდოთ შარვალი, რომ ოდნავადაც არ დაიკუჭოს

 

როგორ ამზადებენ სინამდვილეში ბეწვის ქურქს და როგორ უნდა მოუაროთ ქურქებს?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი