როგორ უნდა ამოიცნოთ კარგი ყველი - რომ არ მოგატყუონ

ყველი რძის პროდუქტებიდან ყველაზე მოთხოვნადია, მისგან მომზადებული კერძები კი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. გემრიელთან ერთად, ყველი უამრავი სასარგებლო თვისებითაც გამოირჩევა.

თუმცა, გემრიელი ყველის არჩევა არც ისე იოლი საქმეა. "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" იმ ძირითად ნიშნებს გასწავლით, რომლითაც კარგი ყველის არჩევას შეძლებთ.


იმის გასარკვევად არის თუ არა ყველში მცენარეული ცხიმები, მოჭერით ნაჭერი და დადეთ ოთახის ტემპერატურაზე - თუ ყველმა წვეთები გაიკეთა, მასში მცენარეული ცხიმებია.

ხშირად იმისთვის, რომ ყველს წონა მოემატოს, "კრახმალს" ამატებენ. ასეთი ყველის მირთმევა კი არასასურველია. ამიტომ, მოჭერით თქვენს

მიერ ნაყიდი ყველის ნაჭერი და წაუსვით იოდი, თუ ყველი გალურჯდა, ეს ნიშნავს, რომ მასში ბევრი "კრახმალია".

კარგად მოუჭირეთ ხელი ყველს - ის არ უნდა იყოს პლასტელინივით დამყოლი. არ უნდა იცვლიდეს მარტივად ფორმას.

როგორ შევამოწმოთ ჩეჩილი ყველი, რომელიც ძალიან გემრიელია და განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს. უნდა აიღოთ მისი პატარა დეტალი, დაახლოებით ისეთივე, როგორიც ჩვეულებრივი საკერავი ძაფია - ის სწორედ ძაფივით უნდა გაეტიოს ნემსის ყუნწში.

თუ მაგარი ყველი ფშვნადია, ესე იგი ის გაყინული იყო, ან დაბალხარისხიანია. არასასიამოვნო სუნი, თეთრი ნაფიფქი და აფუება - პროდუქტის გაფუჭებაზე მიანიშნებს.

ხარისხიანი, მაგარი ყველის თხელი ნაჭერი მოღუნვის დროს არ უნდა ტყდებოდეს. თუმცა, არც მეორე უკიდურესობა ვარგა - ის უნდა იყოს ელასტიური, მაგრამ არა რეზინის მსგავსი. ნასვრეტები ყველს ცენტრში უფრო მეტი უნდა ქონდეს, კიდისკენ მათი ოდენობა უნდა მცირდებოდეს.

და ბოლოს, მოათავსეთ ყველი მიკროტალღურ ღუმელში, ჩართეთ და დაელოდოთ - თუ რამდენიმე წუთში ყველი გადნა და წელვადი გახდა, ის ნატურალურია. თუ ყველმა ფორმა არ შეიცვალა, ის ფალსიფიცირებულია.

მნიშვნელოვანია უკვე შეძენილი ყველის შენახვის პირობების დაცვა: ყველი, სახლის პირობებში, მისი გაჭრიდან მაქსიმუმ 10 დღე ინახება. შენახვის ტემპერატურა არ უნდა იყოს 8 გრადუსზე მაღალი. თუ მაგარ ყველს მოათავსებთ ფოლგაში და არა პოლიეთილენში, ასეთ პირობებში ის ოთხი თვეც კი გაძლებს. რბილი ყველის შენახვის ვადა რამდენიმე დღეა. რაც შეეხება წათხის ყველს, ის ყველაზე კარგად 5 გრადუსზე, საკუთარ წათხში ინახება. შენახვის ვადა პირდაპირაა დამოკიდებული მარილის რაოდენობაზე, თუმცა საშუალოდ ის 2 თვეს შეადგენს.

გაიგეთ მეტი ყველის სასარგებლო თვისებების შესახებ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი