თქვენი ჯემპრები მუდამ ახალივით იქნება, თუ ამ 5 წესს დაიცავთ

გსურთ სვიტერმა სეზონის ბოლომდე გაგიძლოთ? ჩვენ გასწავლით როგორ უნდა მოუაროთ მას.

როგორ მოვაშოროთ ბუსუსები
სამწუხაროდ, ძვირად ღირებულ სვიტერსაც შეიძლება გაუჩნდეს ბუსესები. ეს მის ხარისხზე კი არ მიუთითებს, შალის თვისებაა. მათ მოსაშორებლად რამდენიმე ვარიანტი არსებობს: შეგიძლიათ `გაპარსოთ~, ან სპეციალური მანქანა გადაატაროთ. სხვათა შორის, ის სახლში უნდა იქონიოთ, თუ სვიტერების მოყვარული ხართ.

как удалить катышки на свитере

როდის გავრეცხოთ
ნებისმიერი სამოსი ხშირი რეცხვის შედეგად ფერსა და ფორმას კარგავს. შალის სვიტერს ხშირად ნუ გარეცხავთ. თუ დაალაქავეთ, თვითონ ის ადგილი გაწმინდეთ, მთლიანად ნუ გარეცხავთ.
იდეალურ ვარიანტში, სვიტერი 4-5 ჩაცმის შემდეგ

უნდა გარეცხოთ. აგრეთვე აუცილებელია, სამოსს დასვენების და ფორმის აღდგენის საშუალება მისცეთ. ამიტომ არ ჩაიცვათ სვიტერი მიყოლებით რამდენიმე დღე. ჩაიცვით კვირაში 1-2-ჯერ. მის ქვეშ აუცილებლად ჩაიცვით გრძელსახელოიანი მაისური, რომელიც დაიცავს სვიტერს ოფლისგან, კანის ცხიმისგან.

 

как правильно стирать свитер

როგორ გავრეცხოთ სწორად
ცივი წყალი ჩაასხით პლასტმასის ვედროში დაუმატეთ შალის ნივთების გასარეცხი თხევადი საშუალება. მოურიეთ, ჩადეთ მასში სვიტერი და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გაავლეთ სამოსი ცივ წყალში. ცხელი წყალი არ გამოიყენოთ. თუ შალის გასარეცხი სპეციალური საშუალება არ აღმოგაჩნდათ, გარეცხეთ შამპუნით. გაავლეთ თეთრეულის კონდიციონერში. ოღონდ, ცოტა გამოიყენეთ.

გავწუროთ თუ არა
არავითარ შემთხვევაში არ გაწუროთ. აკურატულად მოჭმუჭნეთ, თეთრ პირსახოცზე დააფინეთ, გაუსწორეთ საყელო, მაჯები, რომ არ გაიწელოს და აცადეთ გაშრობა.

как сушить свитер

სად შევინახოთ
შალის სვიტერები, განსაკუთრებით მძიმე ნაქსოვები საკიდზე არ ჩამოკიდოთ. უმჯობესია დაკეცოთ და ისე შეინახოთ. თუ ჩამოკიდვა უფრო გიხერხდებათ, ფოტოზე როგორცაა ნაჩვენები ისე ჩამოკიდეთ.

Соблюдайте эти 10 правил, и свитер всегда будет как новый


სეზონის დასრულების შემდეგ შალის სვიტერი ქსოვილის ტომარაში ან ქაღალდის ყუთში მოათავსეთ და შეინახეთ (არავითარ შემთხვევაში პოლიეთილენისაში, სამოსმა უნდა ისუნთქოს).

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი