რა თვისებები აქვს ცნობილ Duralex-ის ჭურჭელს

ძველებურ ჭურჭელსა და ფაიფურის ნაკეთობებს თავისი ხიბლი აქვთ, თუმცა დღესაც იქმნება ჭურჭელი, რომელიც ხარისხით ძველს არ ჩამოუვარდება. დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრენდზე - Duralex-ზე ვისაუბრებთ. ეს სერვიზი ჩვენთან ძალიან პოპულარულია, მაგრამ რა ვიცით მის შესახებ?

30-იან წლებში კომპანია სენ გობენმა ძველი მინის ქარხანა შეიძინა. მანამდე იქ ძმრის ექსპორტიორები და პარფიუმერები ბოთლებსა და ფლაკონებს უკვეთავდნენ. ახალმა მფლობელმა კი ამ ქარხანაში ახალი ტექნოლოგიის, გამოწრთობილი მინის წარმოებას დაუდო სათავე. სულ რამდენიმე წელიწადში ფირმამ ეს ტექნოლოგია მინის ჭურჭლის წარმოებაში გამოიყენა და 1945 წელს ბრენდი

Duralex დაარეგისტრირა.

თავად სახელწოდება ლათინური გამოთქმიდან მომდინარეობს და სიტყვასიტყვით ნიშნავს "კანონი მკაცრია, მაგრამ ეს კანონია". ამ დროიდან მოყოლებული დურალექსი მხოლოდ გამოწრთობილი მინის ჭურჭლის წარმოებაზეა სპეციალიზირებული.

ყოველგვარი მოხატვის გარეშე, ზედმეტად სადა დიზაინის მიუხედავად, მწარმოებელთა გამოცდილებამ და ნოვატორობამ ამ მარკას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. დურალექსის ჭურჭლის გატეხვა თითქმის შეუძლებელია, იგი თავად სრულყოფილებაა და მოდიდანაც არ გადადის.

დღეს დურალექსი 250 დასახელების პროდუქტს ამზადებს - მათ შორისაა სხვადასხვა სტილის ჭიქები, ფინჯნები, თეფშები, სასალეთე და სუფრის სხვა აუცილებელი ატრიბუტები. პროდუქცია 6 ფერშია წარმოდგენილი - რუხი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, იისფერი და სრულიად გამჭვირვალე.
ამ ფრანგული ბრენდის ყოველ პროდუქტს თავისი დამღა, ეტიკეტზე კი თავისი დამახასიათებელი ნიშნები ახლავს, რომლებიც პროდუქტის თვისებებს აღნიშნავენ.

გთავაზობთ ამ ნიშნების აღწერას:

ჭურჭელი გამოწრთობილი მინისგან არის დამზადებული, არის მდგრადი და დარტყმაგამძლე

იტანს ტემპერატურის ცვალებადობას 135 გრადუსამდე. ამის წყალობით საყინულეში ნამყოფი ჭურჭლით შეგიძლიათ მიკროტალღურ ღუმელში რაიმე გააცხელოთ. ის არ დაზიანდება

დურალექსის ყველა ნაწარმისთვის ჭურჭლის მანქანაში რეცხვა დაშვებულია
უშიშრად შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროტალღურ ღუმელში
შეგიძლიათ გამოიყენოთ საყინულეში
ჭურჭელის უმეტესი ნაწილი მინისგან არის დამზადებული. ეს მასალა გამჭვირვალე იქნება, დაბურული თუ ფერადი, არ შეიცავს ფორებს, სადაც მიკრობები დაიბუდებენ. ანუ 100%-ით ჰიგიენურია
დამზადებულია მინისგან, რომელიც ჭრილობას არ მოგაყენებთ. 100%-ით უსაფრთხოა
დურალექსის ჭურჭელი მხოლოდ საფრანგეთში მზადდება. 100% made in france.
ეს ფრანგული ბრენდის დამღაა


წარმოგიდგენთ დურალექსის უახლეს ნიმუშებს


 

კომენტარები

ქეთევან ვარდიაშვილი 2024-04-17 18:08
14 წელია ვიყენებ,თითქმის ყველა ნაჭერი მაქვს და დიდი სიამოვნებითაც,არც ვაპირებ ჩანაცვლებას
ლიზი 2023-01-05 15:17
ყველა მონაცემით საუკეთესოა, ისეთი ხარისხი, ფორმა და ფერებია ყველა დროს რომ ესადაგება და კონკურენციას უძლებს
სოფიო 2022-02-01 20:47
მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ ორიგინალები მაქვს სადა ლურჯი და სადა ქარვისფერი
ლია 2022-01-31 23:49
მჯერავს რომ ეკოლოგიურად სუფთაა, მაგრამ დიზაინი არ მომწონს
Tamari 2022-01-04 04:13
თავიდანვე ფანი ვიყავი ამ ბრენდის და დღესაც ძალიან მიყვარს.უბრალოდ მგონია ის ხარისხი აღარ აქვს და ამიტომ 14წლის ერთგულების შემდეგ სურვილი გამიჩნდა შვცვალო,დრადგან განვმეორდები მგონია ,რომ ის ხარისხი აღარ აქვს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი