რატომ არ რეცხავენ ამერიკელები სარეცხს სახლში

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ამერიკულ ფილმებში პრაქტიკულად ფილმის არც ერთი პერსონაჟი არ რეცხავს სარეცხს სახლში, სარეცხის გასარეცხად ისინი სამრეცხაოში დადიან. ალბათ გაინტერესებთ, რატომ.


საამისოდ ამერიკელებს შვიდი სერიოზული მიზეზი აქვთ.

1. ეკონომია
ეკონომია ერთ-ერთი მთავარი მიზეზია საიმისოდ, რომ სარეცხი სამრეცხაოში გარეცხონ. ასეთი დაწესებულებების მთავარი დადებითი მხარე ის არის, რომ ადამიანები სარგებელს ნახულობენ. სარგებელი კი იმაში გამოიხატება, რომ სამრეცხაოთი სარგებლობა ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე სახლში მოსული კომუნალური, წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადი.



2. გამქირავებლის აკრძალვა
გაქირავებული სახლების მეპატრონეთა უმრავლესობა კრძალავს საკუთარ ბინებში სარეცხის მანქანების

დამონტაჟებას, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი პრობლემები, იქნება ეს წყლის გაჟონვა, მილის გაჭედვა თუ სხვა. ასე რომ, სარეცხის მანქანის დამონტაჟების ფუფუნება ძირითადად საკუთარ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ.



3. მომსახურების მაღალი დონე
თანამედროვე სამრეცხაო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სამრეცხაო. აქ სხვა უამრავი დანადგარია, რომელიც საგრძნობლად ამარტივებს როგორც თავად რეცხვის, ისე შრობისა და დაუთოების პროცესს. ასევე სამრეცხაოები აღჭურვილი უფასო Wi-Fi სისტემით, მაგიდებითა და ყავის აპარატებით. ასე რომ, სანამ სარეცხი გაირეცხება, პატრონი არ მოიწყენს.



4. გართობა
სამრეცხაო ახალი ნაცნობობის ადგილია. აქ შეიძლება ახალი ამბების განხილვა, ვიღაცისთვის გაზიარება.



5. რელაქსაცია
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, სამრეცხაო ძალიან ბევრი ადამიანისთვის განტვირთვისა და რელაქსაციის ადგილია. აქ ადამიანები დროებით ივიწყებენ საკუთარ პრობლემებს.



6. ტრადიცია
ამერიკის მოქალაქეები უბრალოდ მიჩვეულები არიან სამრეცხაოთი სარგებლობას. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათთვის ერთგვარი ტრადიციაა. პირველი სამრეცხაოები ამერიკაში ჯერ კიდევ 1934 წელს გამოჩნდა.



7. ბიზნესი
და ბოლოს, სამრეცხაოები ამერიკაში სერიოზული ბიზნესია. ამერიკაში 35 000-მდე საზოგადოებრივი სამრეცხაოა დარეგისტრირებული. მათი წლიური მოგება კი წელიწადში 5 მლრდ დოლარია. რაც უფრო კომფორტულია სამრეცხაო, მით მეტი მომხმარებელი ჰყავს მას.

კომენტარები

dali 2017-06-14 05:04
sisulele 15 celia aq var kvela saxlshirecxavs ,,vinc saerto sacxovrebelshi cxovrobs tanac dzalian dzvelshi imat araqvs m...saceri tematu shemogeliatgacherdit tkuilis laparaks jobiaanqanebi daisini dadian iq,,,amitom iseti tkuili unda tqva rom cota cota axlos ikos
მრეცხავი ვარდო 2017-06-10 10:13
მე-7 მიზეზიდან უნდა დაგეწყოთ! ბიზნესია, თანაც მომგებიანი.
ნო 2017-06-04 10:03
შვედეთშიც იგივე სისტემაა
gvanca 2017-06-02 19:55
safrangetshic aris samrecxaoebi, magram erti garecxva 8 evro girs,amas damatebuli gzis fuli da ki gamodis 300 evro tveshi, saxlshi koveldge vrtav sarecx mankanas da 300 evros memgoni celicadshi vixdi
amerikeli 2017-05-22 01:35
ra sisulelea! aq ise cert titqos mosaxleobis umetesoba martlac samrecxaoebs ikenebdes. tan kinoebs ikenebt magalitad?!?! ase namdvilad araa! rac sheexeba higienas: amaze rom problema ikos qvekanas da mosaxleobas daetkoba! logika moixmaret.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი