ყველაზე კარგი საშუალება ლაქების მოსაშორებლად და ფარდების გასათეთრებლად

გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იციან, რომ მარადიული არაფერია, მათ შორის არც ფარდების სიქათქათე. მართალია, ახალი ფარდების ყიდვა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ზოგჯერ ძველის გაახლებასაც თავისი ხიბლი აქვს და წვალება ამად ღირს. არსებობს ერთი ძალიან კარგი საშუალება, რომელიც თქვენს ფარდებს ლაქებსაც მოაშორებს და თან პირვანდელ სიქათქათესა და ხიბლს დაუბრუნებს. ეს საშუალება კი, არც მეტი, არც ნაკლები, უბრალო ბრილიანტის მწვანეა.

ბრილიანტის მწვანეთი "ტულის" ფარდების გათეთრება საკმაოდ საფრთხილო საქმეა.

1. სანამ უშუალოდ გათეთრებას შევუდგებით, ფარდა კარგად უნდა გავრეცხოთ. ერთი-ორი საათით თბილ წყალში უნდა ჩავალბოთ. შემდეგ კარგად ამოვრეცხოთ.

შესაძლოა როგორც ხელით, ისე სარეცხის მანქანაში გარეცხვა.



2. გადაღვარეთ ჭუჭყიანი წყალი და ახლა 1-2 საათით ფხვნილიან წყალში ჩაალბეთ. ამის შემდგე "ტული" კარგად უნდა გაავლოთ და შეგიძლიათ შეუდგეთ მისი გათეთრების პროცესს.

3. თბილ წყალში გახსენით სამი სუფრის კოვზი მარილი.

4. ამის შემდეგ გახსენით ბრილიანტის მწვანე წყალში, 10-15 წვეთი ერთ ჭიქა წყალში. კარგად უნდა მოურიოთ. გააჩერეთ ნარევი რამდენიმე წუთი და ისევ მოურიეთ, ისე, რომ ძირში ნალექი არ დარჩეს.



5. ეს ნარევი ჩაურიეთ მარილიან წყალში. ჩადეთ ამ წყალში ფარდა 2-3 წუთით, თან ატრიალეთ.
6. ამ პროცედურის შემდეგ ფარდა კარგად უნდა გაავლეთ და დაწრიტეთ. შედეგად ფარდები ახალივით იქნება, ის აუცილებლად დაიბრუნებს სიქათქათეს.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი