სახლს სიცხისგან მხოლოდ ფარდა ვერ დაიცავს - როგორ დავიცვათ ფანჯრები მზისგან


ზაფხულის პაპანაქება პიკს აღწევს. რაც არ უნდა მოერიდოთ მზეს, სახლის ფანჯრებიდან ის მაინც საშინლად აცხუნებს და შინ ყოფნას გაუსაძლისს ხდის. კონდენციონერი ყველა ბინაში არ დგას, ვენტილატორი კი ბოლოს ცხელი ჰაერის ნაკადს ატრიალებს.
ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად კარგად დაიცავთ სახლის ფანჯრებს მზისგან.
მხოლოდ ფარდა საკმარისი არ არის - დამატებითი საშუალებების მოძებნაა საჭირო.

1. თუ თქვენს ფანჯრებს პირდაპირ ეცემა მზის სხივები, რეკომენდაციაა, რომ ფანჯრებზე სველი პირსახოცები დაკიდოთ. თუ საფარდეზე ვერა, ფანჯრის ჩარჩოზე მაინც მოახერხეთ ნესტიანი ქსოვილის ჩამოფარება
2. თუ
სახლში ძველი სქელი ტილოს სუფრები შემოგჩათ, ის საუკეთესო საშუალებაა მზის შესაჩერებლად. ასეთი ნატურალური შემადგენლობის და სისქის ტილოს საფარდედ კი არა, სამოსადაც ვერ იშოვით, თან საშინლად ძვირი ღირს. ამიტომ თუ შემოგრჩათ, გამოიყენეთ - ჩამოკიდეთ ფარდის საკიდზე მის შიდა ფენად ან თასმა გაუყარეთ ტილოს და უშუალოდ ფანჯრის გასწვრივ გააბით.



3. ძალიან ეფექტურად აკავებს სიცხეს ბამბუკის ფარდები. მათი შეძენა ჩინურ მაღაზიებში ძვირი არ დაგიჯდებათ
4. თუ ფანჯარა აივანზე გადის, შეგიძლიათ გარედან გააკრათ შუშებზე ბრეზენტის ქსოვილი. მისი შეძენა სამშენებლო და სარემონტო ნივთებთან ერთად შეგიძლიათ



5. ფირი - დიახ, ეს ის ფირია, რითაც მანქანის მინებს ბურავენ. ისიც სარემონტო მასალებთან ერთად შპალერივით დახვეული იყიდება. გაკვდა და შემდგომ აცლა არავიტარ ზიანს არ მოუტანს მინას.
6. რა თქმა უნდა, ჟალუზები. თუ მისი დამონტაჟების საშუალება გაქვთ, დამატებითი ზომების მიღება აღარ მოგიწევთ
7. ფოლგა - ჩვეულებრივი ფოლგა, რომელსაც სამზარეულოში ვიყენებთ, შეგიძლიათ ფანჯრებზეც გამოიყენოთ. ეფექტს აშკარად იგრძნობთ.


























































კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი