რა უნდა იცოდეთ აუცილებლად თქვენი მატრასის შესახებ

ყველამ კარგად იცის, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ ძილზე, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ჯანსაღ ძილს, ჯანსაღი ძილი კი კარგი მატრასის გარეშე წარმოუდგენელია. დიახ, უძილობის და ცუდი ხასიათის მიზეზი ძალიან ხშირად შეიძლება სწორედ მატრასი იყოს.

თუ თვლით, რომ თქვენი უძილობის მიზეზიც შესაძლოა მატრასია, ძალიან გთხოვთ, კარგად გაეცანით ამ სატატიას.
პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ყოველი ნივთი ძველდება და მას გამოცვლა სჭირდება. ეს ეხება მატრასსაც. დიახ, მატრასი 7-10 წელიწადში ერთხელ უნდა გამოიცვალოს, ეს აუცილებელია, თუ, რა თქმა უნდა, თქვენს მატრასს
25-წლიანი გარანტია არ მოყვება. ასეთი მატრასები არსებობს, თუმცა ის ძალიან ძვირი ღირს.



გამოკველევების შედეგად დადგინდა, რომ თუ ჩაძინებას დროულად ვერ ახერხებთ, ეს სწორედ მატრასის ბრალია. ჯანმრთელ ადამიანს დასაძინებლად 15 წუთი უნდა ყოფნიდეს. თუ ეს დრო თქვენთვის საკმარისი არ არის, დროა მატრასის შეცვლაზე იზრუნოთ.


ასევე იხილეთ: "მაღაზიებში შემოთავაზებული 200-ლარიანი მატრასები გადაყრილი ფულია" - რჩევები საძინებლისთვის


თუ სასტუმროში ან სტუმრად ყოფნისას უფრო კარგად გძინავთ, ვიდრე საკუთარ საწოლში, დროა საკუთარი მატრასი სასწრაფოდ გამოცვალოთ.



არასდროს იხმაროთ საწოლში ნოუთბუქი ან ტელეფონი. ცისფერი ეკრანის გამოსხივება საგრძნობლად არღვევს ძილის ფაზას და თქვენ ვერ მოახერხებთ გამოძინებას.

კომფორტული მატრასი კარგი ხასიათისა და ჯანმრთელობის გარანტიაა და პირიქით, შესაძლოა ადამიანი ცუდ ხასიათზე იყოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ცუდ მატრასზე სძინავს.



ძალიან ხშირად მრავალწლიანი ხმარების შემდეგ მატრასი შესაძლოა ალერგიის წყაროდ იქცეს, ამიტომ აუცილებელია მისი ხშირად განიავება და დეზინფიცირება. ეცადეთ, მატრასი ხშირად გადააბრუნოთ და თვეში 2-ჯერ გაწმინდოთ სოდით. ეს მარტივია, დაყარეთ მატრასზე სოდა, გააჩერეთ 20-25 წუთი და ამის შემდეგ გაწმინდეთ მტვერსარუტით.

როგორ უნდა გავწმინდოთ მატრასი სწორად

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი