რატომ უნდა წავაჭრათ ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს კუთხე

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს არც ისე ხშირად ვცვლით ხოლმე, როგორც უნდა ვცვლიდეთ.

გამოკვლევების თანახმად დადგინდა, რომ ღრუბელი აუცილებლად უნდა იცვლებოდეს კვირაში ერთხელ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყოველი ხმარების შემდეგ საგულდაგულოდ რეცხავთ ძმრითა და სოდით, ან თუნდაც მიკროპტლღური ღუმელის მეშვეობით უტარებთ დეზინფექციას. ნუ გიკვირთ, მართლაც არსებობს ასეთი ხერხი...

თუმცა, მიუხედავად ამ მცდელობებისა, თქვენ მოახერხებთ ჭურჭლის სარეცხ ღრუბელზე არსებული ბაქტერიების მხოლოდ 60 პროცენტის განადგურებას. ეს კი, ხვდებით, რომ საკმარისი არ არის.

ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს არც უფასოდ ურიგებენ დიასახლისებს. თუ
ვერ ახერხებთ მის ყოველ კვირას გამოცვლას, მოაჭერით მას კუთხე და განაგრძეთ მისი ხმარება. რას შველის კუთხის მოჭრა?

ეს იმისთვის კეთდება, რომ არ შეგეშალოთ და ამ ღრუბლით ისევ ჭურჭელი არ დარეცხოთ, თუმცა მისი გამოყენება სხვა რამეში შეგიძლიათ, მაგალითად, სანაგვე ურნის გადასაწმენდად ან საბავშვო ეტლის ბორბლების გასაწმენდად, ან თუნდაც ნიჟარის მოსარეცხად.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი