დასუფთავების ახალი მეთოდი შვედეთიდან, რომელმაც უამრავი დიასახლისი მოხიბლა

80 წლის შვედმა ფერმწერმა მარგარეტა მაგნუსენმა ახლახან გამოუშვა წიგნი სახელწოდებით "სასიკვდილო დასუფთავების ხელოვნება. როგორ გავათავისუფლოთ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები მუდმივი არეულობისგან".

წიგნი, რაღა თქმა უნდა, არც მკვლელებზეა და არც მტვრის წმენდასა და სახლის დასუფთავებაზე.

ეს მეთოდი საკუთარი თავისადმი და რაც მთავარია, საკუთარი ცხოვრებისადმი ახალ მოდგომას გულისხმობს.

მთელი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ თავიდან მოვიშოროთ ჩვენთვის უსარგებლო ნივთები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ამძიმებს და გვღლის. აბა, კარგად გადაავლეთ თვალი თქვენს სახლს და დაფიქრდით, რამდენი ისეთი ნივთი გაქვთ, რომელსაც საერთოდ არ ხმარობთ და
თქვენთვის არაფერს წარმოადგენს.

მას შემდეგ, რაც თქვენ აღარ იქნებით, ეს ნივთები ვინმეს გამოადგება? როგორ გგონიათ, შეძლებს ის ვინმესთვის თუნდაც ერთი წუთით რაიმე სიამოვნების მინიჭებას? უფრო მეტიც, აბა, წარმოიდგინეთ, თქვენს ახლობლებს ფულის გადახდა ხომ არ დასჭირდებათ ამა თუ იმ ნივთის თავიდან მოსაშორებლად?


რატომ შეიძლება გღლიდეს საკუთარი სახლი - მიზეზები, რის გამოც დაღლილობა გეუფლებათ სახლში


ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგიწოდებთ იმისკენ, რომ 40 წლიდან სიკვდილზე იფიქროთ, უბრალოდ გირჩევთ თვალი გადაავლოთ პირველ რიგში თქვენს კარადასა და საკუჭნაოს. მოაშორეთ ყველაფერი ის, რაც ზუსტად იცით, რომ აღარ გამოგადგებათ, გაათავისუფლეთ ადგილი სახლში და გათავისუფლდით ზედმეტი მტვრისგან. 

ამავე დროს მოგცემთ ერთ რჩევას, ნუ დაიწყებთ ამ პროცესს ფოტოების დალაგებით და გაითვალისწინე, რომ ეს გახლავტ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, ნუ აჩქარდებით, კარგად დაფიქრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

კომენტარები

marina mowonelize 2018-04-17 15:19
kvelafers unda qondes tavis adgili da unda ikos sufta gadakraze ar icqarot moaswrebt

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი