8 ნივთი, რომელთა ადგილიც სამზარეულოში არ არის


სამზარეულოს მოწყობისას მთავარი სირთულე გახლავთ ის, რომ სივრცე მაქსიმალურად ფუნქციონალური უნდა იყოს. ეს ხომ ოჯახის თავშეყრის ადგილია, ამ სივრცეში ოჯახის ყველა წევრმა თავი მაქსიმალურად მყუდროდ და კომფორტულად უნდა იგრძნოს. განსაკუთრებით რთულდება საქმე მაშინ, როდესაც საუბარია ერთოთახიან ბინაზე.
ჩვენ შევეცდებით მოგცეთ რამდენიმე საყურადღებო რჩევა, თუ რისი გაკეთება არ ღირს სამზარეულოში და გარწმუნებთ, რომ ამ რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

პატარა ზომის დეკორი
ბევრი ჩვენგანი თვლის, რომ სამზარეულოშიც შეიძლება მიმართოს იმავე ხერხს, რამაც გაამართლა მისაღებში ან თუნდაც საძინებელში, ხშირად გამოფენენ ხოლმე
თაროებზე პატარა ზომის აქსესუარებს. გახსოვდეთ, ეს ხერხი სამზარეულოში არ ამართლებს, შედეგად ზედმეტი მტვრის გარდა ვერაფერს მიიღებთ. სამზარეულოში უნდა იყოს ნივთები, რომელთაც ყოველდღიურად მოიხმართ და მათაც ადგილი ფასადის შიდა მხარეს უნდა მიუჩინოთ.



აგური
ბოლო დროს ძალიან მოდაშია აგურისა და ბეტონის კედლები. თუმცა, სამზარეულო ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც ამის გაკეთება ღირს, მით უმეტეს, გაზქურისა და წყლის სიახლოვეს. საქმე ის არის, რომ დროთა განმავლობაში ამ მასალას ცხიმის ლაქები აჩნდება და მისგან თავის დაღწევა მხოლოდ გადაღებვით იქნება შესაძლებელი. თუ მაინცდამაინც ასეთი ფასადი გიზიდავთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ დეკორატიული, კაფელი, რომელიც ვიზუალურად აგურს ჰგავს.



სარკეები
ყველამ კარგად ვიცით, რომ სარკე სივრცეს ვიზუალურად ზრდის, თუმცა ამ მეთოდის გამოყენებას არ გირჩევთ სამზარეულოს შემთხვევაში. სამზარეულოსი უფრო ბუნებრივი, მასალის, მაგალიტად კვარცის ან მარმარილოს გამოყენებას გირჩევთ, ისინიც ირეკლავენ სივრცეს და ეს ძალიან მომგებიანი იქნება. სარკის მოვლა სამზარეულოში ძალიან რთულია.



ნაჭრის სავარძელი
არ გირჩევთ სამზარეულოში ასვე ნაჭრის სავარძლების გამოყენებას, განსაკურებით კი ღია ფერის. გვერწმუნებთ, ცხიმიან ლაქებს თავს ვერ ააცილებთ და სავარძლის წმენდა რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ყველა დიასახლისმა კარგად იცის.



მასიური ჭაღი
მასიური, მძიმე ჭაღი სამზარეულოში არასდროს გამოიყურება ესთეტიკურად, უფრო მეტიც, ის გარკვეული საფრთხის შეგრძნებას იწვევს. გარდა ამისა, მსგავსი განათება სივრცეს კიდევ უფრო აპატარავებს. გირჩევთ, ფუნქციონალური ზონები ლოკალურად გაანათოთ.



გრძელი ფარდები
გრძელი, მძიმე ფარდები იმავე მიზეზით უნდა მოაშოროთ სამზარეულოდან, რა მიზეზითაც სავარძლები.



პრიალა ზედაპირი
არ გირჩევთ სამზარულოში პრიალა ფასადის გაკეთებას, ეს სირთულეების მეტს არაფერს მოგიტანთ, მუდმივად თითების ანაბეჭდისა და ცხიმის წმენდა მოგიწვეთ.



სარეცხის მანქანა
სარეცხის მანქანის ადგილ სამზარეულოში ნამდვილად არ არის. ჯერ ერთი, ის წაგართმევთ ძვირფას კვადრატულ მეტრებს და მეორეც, ის არც ისე ლამაზად გამოიყურება. თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, ეცადეთ ის თვალს მოფარებული იყოს, ფასადის შიდა მხარეს მოაქციეთ.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი