რა შეიძლება გამოიწვიოს ხელოვნურმა ყვავილებმა - თუ სახლში გაქვთ, გაითვალისწინეთ

ხელოვნური ყვავილები ბევრს აქვს სახლში - ძირითადად მათ, ვისაც ყვავილები უყვარს, თუმცა მათი მოვლა არ შეუძლია. ასეთ შემთხვევაში ისინი ხელოვნურ ყვავილებს ამჯობინებენ. გარდა ამისა, ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა სასაფლაოზე ხელოვნური ყვავილებისა და გვირგვინების მიტანა და დატოვება. ეს გასაგებია, ისინი ხომ ერთი წელი მაინც გაძლებენ და სასაფლაოც გალამაზებული იქნება...
თუმცა ცოტა ადამიანი თუ დაფიქრებულა იმაზე, რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ხელოვნური ყვავილები ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბაზარზე მასობრივად გამოტანილი ხელოვნური ყვავილების შემადგენლობაში შედის ქიმიური ნივთიერებები, რომელიც პროვოცირებას უწევს
ონკოლოგიურ დაავადებებს. სპეციალისტების განცხადებით, ხელოვნურ ყვავილებს ნავთობპროდუქტების ნარჩენებისგან ამზადებენ, რომელიც შეიცავს აგრესიულ ქიმიკატებს. ფერისათვის იყენებენ ანილინის საღებავს, რომელიც იწვევს გულისრევას, თავბრუსხვევასა და სისუსტეს.



ერთი სიტყვით, ხელოვნური ყვავილები ძლიერტოქსიკურია. თურმე, მზეზე ეს ყვავილები კიდევ უფრო მეტად საშიში ხდება.



კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანებში, რომელთაც უშუალოდ აქვთ შეხება ამ ყვავილებთან, სიმსივნის განვითარების რისკი ძალიან მაღალია.



აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ გარეგნული იერსახის დაკარგვის შემდეგ ამ ხელოვნურ ყვავილებს ერთად წვავენ, ასე ხდება მათი უტილიზაცია, რაც არანაკლებ საშიშია. ამ ყვავილების კვამლი ადამიანის ორგანიზმისთვის დამანგრეველია. ასე რომ, გირჩვეთ თავი შეიკავოთ ხელოვნური ყვავილების ყიდვისაგან და უპირატესობა ჯანსაღ, ცოცხალ ყვავილებს მიანიჭოთ, შინაც და სხვაგანაც. გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი