რატომ უნდა ჩაასხათ ჭურჭლის სარეცხი სითხე უნიტაზში

გაჭედილი უნიტაზი ყველა ადამიანისთვის კოშმარია, ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, თუმცა, სანამ დახმარებისთვის სპეციალურ სამსახურს, სანტექნიკს მიმართავთ, ამ მეთოდის გამოყენება სცადეთ.

თქვენ დაგჭირდებათ ცხელი წყალი და ჭურჭლის სარეცხი სითხე.

ჩაასხით ჭურჭელში 4 ლიტრი წყალი და დადგით გაზქურაზე. წყალი უნდა იყოს ცხელი, თუმცა არა მდუღარე, რათა თავიდან ავიცილოთ უნიტაზის გასკდომა.

ჩაასხით უნიტაზში 150 მლ ჭურჭლის სარეცხი სითხე და გააჩერეთ ცოტა ხანი, სანამ წყალი გაცხელდება.

აკურატულად, ფრთხილად ჩაასხით ცხელი წყალი უნიტაზში და დაელოდეთ, სანამ საშუალება მოქმედებას დაიწყებს.

ამ ნარევის მოქმედებას შესაძლოა 15
წუთიც კი დაჭირდეს.

როდესაც შეატყობთ, რომ წყალი კლებულობს, ნელ-ნელა ჩარეცხეთ უნიტაზი.


რატომ მუშაობს ეს საშუალება


ჭურჭლის სარეცხი საშუალება შექმნილია იმისთვის, რომ დაადნოს და გაქროს ცხიმი და მოაშოროს ის ჭურჭელს. სწორედ ასე მოქმედებს ის უნიტაზის შემთხვევაში, დაალბობს ყველაფერს, რაც მიეწება.

ეს საშუალება ძალიან ეფექტურია არცთუ სერიოზული შემთხვევების დროს. თუ ატყობთ, რომ ზემოაღნიშნული მეთოდი არ მუშაობს, სხვა რაღა დაგრჩენიათ, უნდა მიმართოთ სანტექნიკოსს.

კომენტარები

ვაჟა 2023-05-31 22:51
თუ გაიჭედა უნიტაზი ან კანალიზაციის მილი დარეკეთ 593504252
!!!! 2018-06-11 17:32
არანაირი ჭურჭლის სარეცხი სითხე ((
უნიტაზის ბოლომდე უნდა ჩაასხათ წყალი და ტუმბოთი ჩატუმბოთ. ამაზე უკეთესად ვერაფერი უშველის უნეტაზს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი