მებაღემ მაგიდის ფეხებს თეფშები შეუდგა და ჭიანჭველებისგან დაისვენა...

ზაფხულის მოსვლასთან ერთად ჭიანჭველებიც მატულობენ და ადამიანებს დისკომფორტს გვიქმნიან. ჭიანჭველების გაგებაც შეიძლება. ისინიც ხომ ცოცხალი არსებები არიან, რომელთაც ისევე გააჩნიათ თავდაცვის ინსტინქტი, როგორც ადამიანებს, ისინიც ინსტიქტურად ეძებენ ადგილს, სადაც თავს კარგად გრძნობენ და გადარჩენის მეტი შანსი აქვთ.



რა თქმა უნდა, სპეციალურ მაღაზიებში იყიდება სპეციალური საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც მათი განადგურება შეიძლება თუმცა ჩვენ ყოველთვის ხალხური და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი მეთოდების გამოყენებას ვცდილობთ. ამასთანავე, ქიმიური საშუალებებით დამუშავება ხელთათმანებით მუშაობას მოითხოვს, ეს კი კომფორტული როდია, გარდა ამისა, ის შესაძლოა მავნებელი აღმოჩნდეს შინაური ცხოველებისათვისაც.



ჭიანჭველები მაგიდაზე, საჭმლისკენ მაგიდის ფეხების მეშვეობით მიიწევენ. ამ დროს მთავარი ამოცანაა, მათ გზა გადაუკეტოთ. აიღეთ 4 თუნუქის ან პლასტმასის თეფში და დაუდეთ მაგიდის ფეხებს. თითოეულ თეფშში ჩაასხით წყალი. ჭიანჭველები ამ ბარიერს ვერ გადალახავენ და გასცილდებიან ამ ადგილს.



თუმცა ისინი შეეცდებიან საკვები სხვა ადგილას მოძებნონ.



დადგით წყლით სავსე ქვაბი ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, როდესაც ადუღდება, ჩაყარეთ წითელი წიწაკა. კარგად მოურიეთ, ნუ დაელოდებით გაციებას და ცხელ-ცხელი დაასხით ჭიანჭველების ბუდეს, ან იმ ადგილს, სადაც ისინი ყველაზე ხშირად ჩნდებიან ხოლმე.



ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჭიანჭველებს ძალიან უყვართ ტკბილი და ყოველთვის პოულობენ მას. ამიტომ ეცადეთ არასდროს დატოვოთ მაგიდაზე ან ღია ადგილას ტკბილი საკვები.

ვისაც არ უნდა ჭიანჭველებს რაიმე ზიანი მიაყენოს და ისე მოიშოროს თავიდან შესაძლბელია მათი ბუდე გადაიტანოს სხვა ადგილას, მაგალითად ტყეში. თუმცა ნი დაგავიწყდებათ, რომ ისინი ბუდეს მიწაში ღრმად იკეთებნ და ადვილი შესაძლებელია სულ მალე ისევ გამოჩნდნენ.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი