რა შემთხვევაში უნდა მოაშოროთ სასწრაფოდ ძველი მატრასი

მატრასი თუ სუფთად გამოიყურება და შეულახავია, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მასზე ძილი უსასრულოდაა შესაძლებელი. ის შესაძლოა უკვე იქცა თქვენი ორგანიზმისთვის შენელებული მოქმედების ნაღმად და სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ თავიდან. და აი, რატომ:

1. ალერგია
ადამიანი სიცოცხლის ერთ მესამედს საწოლში ატარებს. ამ დროს ჩვენს ორგანიზმს შორდება ოფლი და მკვდარი უჯრედები, რაც ასე ძალიან უყვართ ათასგვარ ტკიპებსა თუ სხვა მწერებს. რაც უფრო ძველია მატრასი, მით მეტი ტკიპა და მწერია მასში. მათი სიმრავლე კი იწვევს ძლიერ ალერგიას, რაც ჩვენი ორგანზმისთვის ძალიან საშიშია.

2.
ასთმა

ექიმების მტკიცებით, ალერგიული ასთმა თავს ყველაზე ხშირად ღამის საათებში იჩენს. ძველი, მტვრიანი მატრასი კი ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს.

3. ობი
საინტერესო ფაქტი: 10 წლის შემდეგ თქვენი მატრასი ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე თავდაპირველად იყო, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ის გაჟღენთილია ობითა და მტვრით.

4. წელის ტკივილი
დროთა განმავლობაში ყველაზე ძვირად ღირებული მატრასიც კი კარგავს ფორმას და ის აღარ გვანიჭებს სიამოვნებას. ამის ნაცვლად ადამიანი მუდმივად გრძნობს ტკივილს წელისა და ზურგის არეში.

5. სტრესი
დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ძილის ხარისხსა და სტრესს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ამიტომ ცუდ მატრასზე ძილი თავისთავად სტრესის გამომწვევი ფაქტორი გახლავთ.

6. მეხსიერება
კარგი ძილი კარგი მეხსიერების გარანტიაა, ესეც დამტკიცებულია, ასე რომ, ცუდ და ძველ მატრასზე ძილი დიდ საფრთხეს უქმნის თქვენს მეხსიერებას.

7. ჯანმრთელობა
ძილის ხარისხი თვენს ჯანმრთელობას განაპირობებს. ხანგრძლივი და მშვიდი ძილი თქვენი ჯანმრთელობს გარანტიაა. ეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროცესი აკონტროლოთ, საამისოდ კი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კომფორტული, ახალი მატრასია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი