8 უბრალო რეცეპტი თქვენი აბაზანის იდეალური სისუფთავისთვის

აბაზანში სისუფთავის შენარჩუნება არცთუ მარტივი საქმეა და საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. საამისოდ არსებობს სწრაფი და ეფექტური, რაც მთავარია საკმაოდ იაფი საშუალებები.


სარკე

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს ჟანგბადის ზეჟანგი და საჭმელი სოდა. მიღებული მასა სარკეს წაუსვით და კარგად გაწმინდეთ სუფთა ტილოთი. თუ წვერის საპრს ქაფს ხმარობთ, ის დაგეხმარებათ სარკის არა მარტო იდეალურად გაპრილაებაში, არამედ ხელს შეუშლის მის დაბურვასაც ორთქლის შემდეგ.


აბაზანა

აბაზანის დეზინიფიცერებისთვის ერთმანეთს შეურიეთ 0,5 ჭიქა ძმარი და 1 ჭიქა სამედიცინო სპირტი, ასევე 0,25 ჭიქა წყალი. მიღებული სითხე გახსენით ერთ ლიტრ
თბილ წყალში.

პულევიზატორის მეშვეობით დაიტანეთ სითხე აბაზანაზე და გააჩერეთ 15 წუთი, შედეგი გაგაოცებთ.


უნიტაზი

სანტექნიკის მოსავლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალში გახსნილი პირის ღრუს მოვლის საშუალება. წაუსბ\ვიტ ეს სითხე უნიტაზს, გააჩერეთ ცოტა ხანი შემდეგ კი კარგად ჩახეხეთ.


კაფელი

დაასველეთ ბამბის ტამპონი მათეთრებელ ხსნარში, კბილის პასტის ან პირის ღრუს მოვლის საშუალების ნარევში, გაწმინდეთ კაფელი და შედეგი გაგაოცებთ.




ჟანგი

ჟანგისგან თავის დაღწევა იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მოაყარეთ მარილი ჟანგიან ადგილებს, მოასხით ლიმნის წვენი და გაწმინდეთ.

მჟავა გააქრობა ჟანგის ლაქას მარილი კი მოაშორებს ჭუჭყს.

ეს საშუალება ჟანგიან ადგილას ერთი ღამით დატოვეთ და შემდეგ კარგად ჩამორეცხეთ.


ჭერი

შეკიდული ჭერის გასაწმენდად შეურიეთ ერთმანეთს ძმარი და თბილი წყალი პროპორციით 1:1-ზე. წაუსვით სითხე ჭერს გრძელი ჯოხის მეშვეობით და კარგად გაწმინდეთ.


აბაზანის ფარდა

500 მლ უნივერსალური სარეცხი საშუალება, რომლის შემადგენლობაშიც შედის ქლორი და 2 ჩაის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე შეურიეთ ერთმანეთს. დაიტანეთ ეს ნაზავი ფარდაზე, გააჩერეთ ცოტა ხანი და კარგად ჩამორეცხეთ. შედეგად მიიღებთ ახალ ფარდას.


ობი

ობიანი ადგილები დაამუშავეთ წყლისა და ქლორის ნაზავით პროპორციით 1:1-ზე.
ან ნიშადურის სპირტისა და ძმრის ნაზავით აღნიშნული პროპორციით. დაქიტანეთ პრობლემურ ადგილებზე, გააჩერეთ 15 წუთი და ჩამორეცხეთ სოდიანი წალით, ერთი ჩაის კოვზი სოდა ერთ ლიტრ წყალზე.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი