15 გამოსავალი სამზარეულოში იდეალური სისუფთავისა და წესრიგისთვის

სამზარეულო ნამდვილად ჯადოსნური სივრცეა სახლში - რამდენიც არ უნდა ალაგო და აწესრიგო, საქმე არ თავდება. ეს ბუნების კანონივით არის, თუმცა თავისი "გასაღები" ყველა პრობლემას აქვს. თუ გარკვეულ პრინციპებს დაიცავთ, სამზარეულოში საქმიანობა უფრო სწრაფად დაასრულებთ და ნაკლები გარჯაც მოგიწევთ.

კალათები
ზეთის, ძმრისა და სხვა მინის ტარის შესანახად დაწნული კალათები გამოიყენეთ. ლამაზიცაა და მოხერხებულიც. კალათის დახმარებით ბოთლებს ადვილად გადაადგილებთ. დაწნული აქსუსუარები შეუდარებელია სამზარეულოში. თუ ღია თაროები გაქვთ, მათზე დაწნული კალათები განალაგეთ, მათში კი უამრავ წვრილმანს შეინახავთ. რაც მთავარია, სამზარეულო აკურატულად და სუფთად

გამოიყურება!

"სამალავები" ბოსტნეულისთვის
სადილის მომზადებისას ხახვი და კარტოფილი დიასახლისს ყოველდღიურად სჭირდება. სასურველია, იგი უცხო თვალისთვის დამალული იყოს, მაგრამ დიასახლისისთვის - მოსახერხებელ ადგილზე. მათ სათანადო ადგილი უნდა მიუჩინოთ. გამოსაწევ უჯრებში დაწნული კალათები ჩაალაგეთ, მათში კი ბოსტნეულს მოათავსებთ.

სამზარეულოს ყუთები სხვადასხვა ნივთისთვის
სამზარეულო სამზარეულოს აქსესუარების გარეშე წარმოუდგენელია. განსაკუთრებუთ ისეთის, რომელიც ყოველ წუთს გჭირდება და თუ სადმე შეინახე, მის მოსაძენად უამრავი დრო გეკარგება. ამ სიტუაციიდან ადვილად იპოვით გამოსავალს, თუ გამოსაწევ უჯრებში განყოფილებიან ყუთებს ჩადებთ, მასში კი უამრავ, წვრილ-წვრილ სამზარეულოს აქსესუარს.

ჩამონტაჟებული ნაგვის ურნა
არასასიამოვნოა, სამზარეულოში ნაგვის ურნის გამოსაჩენ ადგილზე დადება, მისი სტუმრისთვის ჩვენება. არადა, დიასახლისს იგი ყოველ წუთს სჭირდება. ამიტომ, კარადის ქვედა უჯრაში დადეთ ერთი ან რამდენიმე ურნა დახარისხებული ნაგვის ჩასაყრელად.

ღრმა ნიჟარა
იდეალურია ფართო სამზარეულოსთვის. დიდი და ღრმა ნიჟარა პრაქტიკულიაცაა, მასში ჭურჭელი სწრაფად და ადვილად გაირეცხება.

ტელევიზორი
თუ სამზარეულოს კედელი საშუალებას გაძლევთ, მასში პლაზმური ტელევიზორის ჩადგმას საუკეთესო იდეაა. უამრავ დროს მოიგებთ, თან კერძებს მოამზადებთ, თან საყვარელ სერიალებს უყურებთ. ტელევიზორი სამზარეულოში განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისაც კულინარიული გადაცემების ყურება უყვარს.

ჩაშენებული მიკროტალღური ღუმელი
მისთვის სამზარეულოში შესაფერსი ადგილის მოძებნა რთულია, მაგრამ თუ კედელში ჩააშენებთ, პრობლემას მოაგვარებთ.

ქაღალდის პირსახოცის დამჭერი
ქარალდის პირსახოცი სამზარეულოში აუცილებელი ნივთია, თუ უჯრაში სპეციალ სამაგრზე მოათავსებთ, გაცილებით გაგიადვილდებათ მისი ხმარება.

ვერტიკალური გამოსაწევი უჯრები
ვერტიკალური თაროები ორიგინალურიცაა და მოსახერხებელიც. მათში შეგიძლიათ სანელებლების ქილები ან სხვა წვრილი ნივთები დაალაგოთ.

გამოსაწევი უჯრები ჭურჭლის შესანახად
უმეტესობა ჭურჭელს კარადაში ინახავს და ბოლოში დადებული ნივთის გამოსაღებად ყველაფრის გამოლაგება უწევს. ასე რომ არ მოხდეს, უჯრებში გამოსაწევი თარეობი დამონტაჟეთ და სასურველ ნივთს ადვილად მისწვდებით. გარდა ამისა, გაწევ-გამოწევის დროს, მაგალითად თეფშები ერთმანეთს რომ შეეჯახონ, სპეციალური სამაგრები დაამაგრეთ.

უჯრა ნიჟარის დაბლა
დიასახლისებს ცხოვრება გაუადვილდებათ, თუ სამზარეულოში, ნიჟარის დაბლა გამოსაწევ თაროიანი უჯრა ექნებათ, სადაც უამრავ სარეცხ საშუალებას შეინახავენ.

ორმაგი გამოსაწევი უჯრები
საუკეთესო გამოსავალია უამრავი დანა-ჩანგლის შესანახად.

დანების შესანახი
ორიგინალური და მოსახერხებელი მეთოდია დანების პირდაპირ სამუშაო მაგიდაზე შენახვა-დამაგრება.

ღია თაროები
სამზარეულოში არის ნივთები, რომლებიც მუდამ გვჭირდება ამიტომ, მათ შენახვას აზრი არა აქვს. ისინი ღია თაროებზე უნდა დაალაგოთ, რათა მუდამ იყოს თვალთახედვის არეში.

თაროები კედელზე
ნიჟარასთან ან გაზქურასთან დამონტაჟებულ თაროზე უამრავ ნივთს მოათავსებთ, რომელთა ძებნაშიც დრო არ დაგეკარგებათ.

თარო ღვინის ბოთლებისთვის
ძვირფასი ღვინის მოყვარულებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სამზარეულოში ორიგინალური თარო ბოთლებისთვის.

კომენტარები

მარი 2017-02-17 15:13
ამდენი კალათითა და გადაჭედილი თაროთი, სამზარეულოს კი არა საკუჭნაოს მივიღებთ, მე , პირადად, ასეთ გადატვირთულ სამზარეულოს ვერ შევეგუებოდი, პირიქით, ძალიან დამღლიდა
ლალუკა 2016-08-30 10:33
ქალისთვის ორი რამ არის საუკეთესო საჩუქარი, ლამაზი საძინებელი და ლამაზი სამზარეულო.
marika 2016-02-04 18:00
წესრიგის ფასი არაფერია რაა სახლში და ქვეყანაშიც
ნათია 2016-01-26 09:15
ძალიან კარგია,განსაკუთრებით გამოსაწევი უჯრები მომეწონა. ")
Nino 2016-01-18 23:58
Saxlis samzateuloze ufro restornis sxareuloebs gavs

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი