ტკბილი ნაძვის ხეები - გემრიელი რეცეპტი მაიკო უჩავასგან

მაიკო უჩავას ბევრი იცნობს ინტერნეტსივრცეში, როგორც კარგ მზარეულს. სინამდვილეში, 37 წლის მაია პროფესიით მათემატიკის მასწავლებელია. თითქმის 11 წელიწადია ათენში ცხოვრობს. კულინარობის ნიჭი ბებიისგან ერგო მემკვიდრეობით და საკმაოდ გამოცდილია ამ საქმეში, ბევრ კონკურსზეც გაუმარკვია და კულინარიულ საქველმოქმედო ბაზრობებზეც არაერთხელ უსახელებია საქართველო. 

ამჯერად მაიკოს ტკბილი ნაძვის ხეებით დავინტერესდით, რომლის რეცეპტსაც ნაბიჯ-ნაბიჯ გვასწავლის. 

მოსამზადებლად კლასიკური "პეჩენიის" ცომი დაგჭირდებათ:
2 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, ნახევარი კოვზი სოდა+ძმარი, 3 ჭიქა ფქვილი, 250 გრ კარაქი, ვანილი

ავთქვიფავთ კვერცხს და შაქარს გათეთრებამდე, შემდეგ დავამატებთ ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებულ კარაქს, დავამატებთ სოდა+ძმარს და ბოლოს

ფქვილს.
მოვზელთ და გავაჩერებთ ნახევარი საათით.


ცომს გავაბრტყელებთ და დავჭრით ფორმებად (თუ ეს საჭრელი ფორმები არ გაქვთ,შეგიძლიათ ქაღალდებით გაამზადოთ წინასწარ - გამოჭრათ). გამოვაცხობთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში - ცხვება ძალიან მალე... ღუმელი წინასწარ უნდა გააცხელოთ.

როცა გაცივდება, ორთქლის აბაზანაზე გავადნობთ 1 ფილა თეთრ შოკოლადს (ამ შემთხვევაში გამოვიყენე საკონდიტრო შოკოლადი 125 გრ) და ზომის და მიხედვით ამოვავლებთ თავდაპირველად დიდ და შემდეგ მომდევნო (ზომით) გამომცხვარ ფორმას. ავაწყობთ ნაძვის ხეს და მოვრთავთ შეძლებისდაგვარად სასურველი ფერებით - შაქრის ფიფქებით.
თუ თეთრი შოკოლადი არ გვაქვს, შეგვიძლია ისე დავადოთ ერთმანეთს და ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა. ძალიან გაალამაზებს საახალწლო სუფრას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი