როგორ მოვაშოროთ ჯინსს ბალახის ლაქა - მარტივი და ეფექტური ხერხები

ჯინსი ყველაზე პოპულარული და კომფორტული სამოსია როგორც დიდებისთვის, ისე ბავშვებისთვის. ის ძალიან მოსახერხებელია ყოველდღიურად, ძაღლის გასასეირნებლად, პიკნიკებზე და აქედან გამომდინარე, ხშირადაც ლაქავდება. განსაკუთრებით ხშირია ბალახის ლაქები, მით უმეტეს, თუ ეს ლაქა კარგად არის გამჯდარი ქსოვილში.

რა მოვიმოქმედოთ, როგორ მოვაშოროთ ჯინსს ლაქა?
ბებიას რჩევები
1. ნიშადურის სპირტი. ეს საშუალება იხსნება 1:1-ზე წყალში და მასში დასველებული სველი ტამპონით მუშავდება პრობლემური ადგილები. შემდეგ უნდა ამოირეცხოს სარეცხის საპნით და გაირეცხოს სარეცხის მანქანაში.

2. ძმარი. ის ძალიან კარგად ებრძვის ბალახის ლაქებს. მასში უნდა ჩაალბოთ დალაქავებული
ადგილი, გააჩეროთ ერთი საათი, კარგად გაავლოთ და შემდეგ გარეცხოთ.

3. ადუღებული წყალი. ეს საშუალება ძალიან ეფექტურია მხოლოდ ახალი ლაქების დროს. ლაქიან ადგილს უნდა დაასხათ ადუღებული წყალი და სასწრაფოდ შეაგდოთ გასარეცხად.

4. ლიმონის მჟავა. ლიმონის მჟავა იხსნება წყალში პროპორციით 2 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა ერთ ჭიქა წყალზე. ხსნარი უნდა დაასხათ ლაქას, გააჩეროთ 20 წუთი და გარეცხოთ კარგად.

5. დაკეპილი კომბოსტო. დაკეპილი კომბოსტოს წვენი ძალიან კარგად მოქმედებს ლაქებზე. ის უნდა დაიტანოთ ქსოვილზე, გააჩეროთ ერთი საათი და კარგად გარეცხოთ.

6. სარეცხის საპონი. წაუსვით დალაქავებულ ჯინსს სარეცხიოს საპონი, ჩაალბეთ წყალში დაახლოებით 30 წუთი და კარგად გარეცხეთ.

7. სოდა. სოდით და წყლით უნდა გააკეთოთ ფაფისებური მასა. წაუსვათ ლაქას, დაასხათ ცოტა ძმარი და გარეცხოთ.

8. პერეკისი. პერეკისი ძალიან ეფექტურია თეთრი ფერის ქსოვილის დამუშავების დროს. პერეკისი უნდა დაიტანოთ ლაქაზე, გააჩეროთ 15 წუთი და შემდეგ კარგად გარეცხოთ.

9. კბილის პასტა. ის უნდა დაიტანოთ ლაქაზე, დააცადოთ გაშრობა, შემდეგ კარგად ჩამოფერთხოთ და გარეცხოთ.

10. მარილი. ეს საშუალება ყველა დისახლისთან მოიძებნება. ის უნდა დააყაროთ ლაქას, გააჩეროთ ცოტა ხანი, შემდეგ კარგად ჩამოფერთხოთ და შეაგდოთ გასარეცხად.

ასევე ძალიან ეფექტურია ლაქებთან ბრძოლაში სპირტი. თუ პიკნიკზე მიბრძანდებით, გირჩევთ თან იქონიოთ სპირტი. ჯინსის დალაქავების შემთხვევაში დაასხით სპირტი ლაქას, სახლში დაბრუნების შემდეგ კი ჩვეულებრივად გარეცხეთ. შედეგი გაგაოცებთ.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი