როგორ შევინარჩუნოთ მაცივარში სისუფთავე


 სასარგებლო რჩევები

ჩვენი რჩევების გათვალისწინების შემდეგ მაცივარში პროდუქტს უფრო დიდხანს და სუფთად შეინახვთ.

კალათა "შემჭამე"

წესად აქციეთ და პროდუქტი, რომელსაც რამდენიმე დღეში ვადა გასდის და არსებობს მისი გაფუჭების საშიშროება, ერთ კალათაში მოათავსეთ. საამისოდ ეცდეთ შეიძინოთ დიდი ზომის და მკვეთრი ფერის კონტეინერი, რათა თქვენი ყურადღება მიიპყროს და მაცივრის კარის გაღებისთანავე თვალში გეცეთ.

ბოსტნეულის სათავსოში ქაღალდი ჩააფინეთ

ამის გაკეთება ორი მიზეზის გამო არის აუცულებელი, პირველი, რომ ქაღალდი იწოვს ზედმეტ ტენს და მეორეც, თუ ბოსტნეული წვენს გაუშვებს გამოცვლით ქაღალდს და სათავსო ისევ სუფთა
იქნება. 

ორგანიზება გაუკეთეთ ბოთლებს



ნუ იჩქარებთ მუყაოს კვერცხის ჩასადების გადაგდებას, მოაჭერით თავი და დარჩენილი ნაწილი მაცივარში ბოთლების შესანახად გამოიყენეთ. Eას ძალიან მსახერხებელია.

ერთი ბოთლის წესი

წესად გაიხადეთ, რომ მაცივარში შეინახოთ მხოლოდ ერთი ბოთლი, კეჩუპი, ტყემალი, მაიონეზი და ა.შ.

ვერტიკალურად შენახვა
 

თუ მაცივარში ასეთი თაროები გაქვთ შეგიძლიათ ის სათქვენოდ გამოიყენოთ და დაზოგოთ ადგილი. ვერტიკალური შენახვის წესით შეგიძლიათ შეინახოთ პაკეტში მოთავსებული პროდუქტები.

მარკირება გაუკეთეთ თაროებს

დაიმახსოვრეთ პრინციპი, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეს წესები მაცივარს ყველაზე მეტად უხდება. ყოველ თაროს გაუკეთეთ წარწერა, რა ინახება და როდის გაქვთ ნაყიდი. Eეს ძალიან გამოგადგჰბათ და გაგიმარტივებთ საქმეს.

დაიცავით თაროები ჭუჭყისგან


თუ თაროებზე საფენებს დააფენთ თქვენი მაცივარი სულ სუფთა იქნება. საფენის გარეცხვა ბევრად მარტივია ვიდრე მთელი მაცივრის.

გამოიყენეთ მეტი კალათა


დიდი ზომის პლასტმასისი კალათები მაცივარში იდეალური წესრიგის დამყარებაში დაგეხმარებათ. Eეს ძალიან ლამაზიც არის და მოხერხებულიც.

სალათები მინის ქილებში შეინახეთ

მინის ტარაში ხილი და ბოსტნეული ბევრად დიდხნას ინახება. მთავარია, რომ ქილა ჰერმეტულად იყოს დახურული.

მოაშორეთ უსიამოვნო სუნი

საამისოდ იდეალურია აქტივირებული ნახშირი, რომელიც საუკეთესოდ იწოვს უსიამოვნო სუნს, მისი გამოცვლა საჭიროების მიხედვით ხდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი