არ გადააგდოთ კბილის ძველი ჯაგრისი! აი, რაში გამოგადგებათ იგი

კბილის ჯაგრისი შეუცვლელია, თუმცა თავად ჯაგრისს სხვა საშუალებების შეცვლა შეუძლია.

რაში შეიძლება გამოიყენოთ კბილის ძველი ჯაგრისი?

გაზქურა

გამოიყენეთ ძველი ჯაგრისი გაზქურის გასაწმენდად. ის ძალიან ეფექტურია მიუდგომელი ადგილების წმენდისას.

კერამიკული ფილა



კბილის ჯაგრისით ასევე ძალიან მოსახერხებელია კერამიკული ფილების წმნედა, განსკუთრებით ნაპრალების.

ონკანი
რა არ იმალება ონკანის ფილტრში. ჰოდა, მის გასაწმენდად კბილის ჯაგრისი იდეალურია.

ცარცი და ფერადი ფანქრები

თუ კედელზე თქვენი შვილის ნამუშევარი აღმოაჩინეთ და შედევრი ფანქრით ან ცარცით არის შესრულებული, მის ლიკვიდაციას კბილის ჯაგრისით ძალიან მარტივად მოახერხებთ.

კომპიუტერის კლავიატურა



კლავიატურის ღილაკებს შორის
უამრავი ჭუჭყი და მტვერი გროვდება. ამ პრობლემის მოგვარებაშიც ძალიან დაგეხმარებათ კბილის ჯაგრისი.

ყველის სახეხი

გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იციან, რა ძნელია ამ ხელსაწყოს გარეცხვა.
აბა ცადეთ მისი გაწმენდა კბილის ჯაგრისით და შემდეგ კარგად გარეცხეთ. შედეგი გაგაოცებთ.

სიმინდი



სიმინდის შეწვა გადაწყვიტეთ და ვერ გაასუფთავეთ სათანადოდ? ამ შემთხვევაშიც გირჩევთ დასახმარებლად კბილის ჯაგრისს მიმართოთ.

თმის შეღებვა

თუ თმის შეღებვას სახლის პირობებში აპირებთ გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი. ეს ძალიან მოსახერხებელია.

ბოსტნეული

ძალიან კარგად შეძლებთ ტალახინიო ბოსტნეულის გასუფთავებას და გარეცხვას კბილის ჯაგრისის მეშვეობით.

ფენი


სცადეთ და კვირაში 2-ჯერ ფენი ჯაგრისით გაწმინდეთ, რათა გაათავისუფლოთ დაგროვილი მტვრისგან. ასე ეს ხელსაწყო შედარებით დიდხანს მოგემსახურებათ.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი