როგორ გავწმინდოთ ღუმელი – 5 აპრობირებული მეთოდი


ღუმელის გაწმენდა ყველაზე რთული საქმეა დიასახლისებისთვის, ამიტომაც არის, რომ მას ხშირად სამომავლოდ გადავდებთ ხოლმე და ამით საქმეს კიდევ უფრო ვირთულებთ. დროთა განმავლობაში ცხიმი უფრო მყარად ჯდება და მისი გაწმენდა კიდევ უფრო ძნელი ხდება.

ჩვენ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შევეცდებით გაგიმარტივოთ საქმე და გთავაზობთ ღუმელის გაწმენდის რამდენიმე საკმაოდ ეფექტურ და აპრობირებულ ვარიანტს.

ქიმიური საშუალებები

იმისათვის, რომ ღუმელის წმენდის პროცესი შედარებით გამარტივდეს, კარგი იქნება მისი 50 გრადუსამდე გახურება 25-20 წუთის განმავლობაში. მოხსენით თაროები, რათა ხელი არაფერმა შეგიშალოთ. ღუმელის ქიმიური ხსნარებით დამუშავების დროს არ
დაგავიწყდეთ რეზინის ხელთათმანების გაკეთება. არ დაიტანოთ ქიმიურ საშუალება გამაცხელებელ ნაწილზე და ვენტილიატორზე. ასე შესაძლოა რამე დააზიანოთ. ეცადეთ ასევე თავი აარიდოთ კარებთან დაფიქსირებილ რეზინებს. დაიტანეთ ქიმიური საშუალება და აუცილებლად დააცადეთ, რომ ამ საშუალებამ იმოქმედოს და თავისი გასაკეთებელი საქმე გააკეთოს. როგორც წესი, საამისოდ 30 წუთი საკმარისი არის ხოლმე. ასე რომ, მიხურეთ კარები და დაივიწყეთ 30 წუთით. ამის შემდეგ ღუმელი საგულდაგულოდ უნდა გამოასუფთავოთ, რათა ქიმიის სუნი საერთოდ აღარ იგრძნობოდეს. ამ პროცედურის შემდეგ ეცადეთ, ღუმელი რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოიყენოთ.

სოდა და ძმარი


შეურიეთ ერთმანეთს სოდა და ძმარი პროპორციით 2:1-ზე. დაუმატეთ ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება. აღნიშნული მასა უხეში ჯაგრისით დაიტანეთ ღუმელის კედლებზე. გააჩერეთ რამდენიმე საათი.
უფრო მეტი ეფექტურობისათვის ამ ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის მჟავა.

საუკეთესო ღუმელები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


ნიშადურის სპირტი და წყალი

ამ მეთოდისთვსი თქვენ დაგჭირდებათ ორი ჭურჭელი. გაახურეთ ღუმელი 70 გრადუსამდე და გამორთეთ. გაავსეთ ერთი ჭურჭელი მდუღარე წყლით და მოათავსეთ ღუმელის ქვედა თაროზე, მეორე ჭურჭელში კი ნიშადურის სპირტი ჩაასხით და ზედა თაროზე მოათავსეთ.
ორივე ჭურჭელი ღუმელში მთელი ღამით დატოვეთ. დილით მოხსენით თაროები, ნიშადურის სპირტს დაუმატეთ თბილი წყალი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება, დაასველეთ ტილო და კარგად გაწმინდეთ ღუმელის კედლები.

შემდეგ ჯერზე უფრო მარტივი რომ იყოს




ეცადეთ არ მისცეთ ცხიმს საშუალება შეაშრეს თქვენი ღუმელის კედლებს. მოხმარების შემდეგ, გაცივდება თუ არა, ეცადეთ მაშინვე გაწმინდოთ. ასე საქმეს ბევრად გაიმარტივებთ და არც დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. რაიმეს შეწვის დროს კი ეცადეთ გამოიყენოთ ფოლგა და ასე დაიცვათ თქვენი ღუმელი და გამწოვი ცხიმიანი შხეფებისგან.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი