პრაქტიკული ინტერიერი – სახლის დალაგება უფრო მარტივი რომ იყოს


დროის ეკონომიის გარანტი არა მხოლოდ დალაგების მეთოდია, არამედ სივრცის ორგანიზება და ინტერიერის გაფორმებაც.
ავეჯის შერჩევის დროს თეთრი და პრიალა ზედაპირი ძალიან ნუ გაგიტაცებთ. კარგად დააკვირდით მასალას მაღაზიაში, რამდენად მალე იმტვერება და როგორ ეტყობა ნათითურები.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ აბაზანასა თუ სამზარეულოში კერამიკული ფილები რაც შეიძლება მარტივად ირეცხებოდეს.

პრაქტიკული ფერები

ყველამ ვიცით, რომ თეთრი ზედაპირი ძალიან მალე ჭუჭყიანდება, მუქ ზედაპირს კი მტვერი ეტყობა. ასევე არ გირჩევთ ინტერიერში წითელის, მუქი ლურჯისა და შავი ფერის გამოყენებას.

ავეჯი



რაც შეეხება ავეჯს, დაკიდებული ავეჯი ბევრად
პრაქტიკულია. საწოლი კი უმჯობესია ფეხებზე იყოს, რადგან ასეთი საწოლის ქვეშ სივრცის გამოწმენდა ბევრად მარტივია. რაც შეეხება ავეჯის სტილს უპირატესობა მარტივ სტილს მიანიჭეთ.

ტექსტილი და დეკორი



გამოიყენეთ ჰიპოალერგიული ქსოვილი, რომელიც ადვილად ირეცხება და იწმინდება.
მძიმე ფარდები შეგიძლიათ ჟალუზებით შეცვალოთ.
იგივე რჩევები შეგიძლიათ გაითვალისწინოთ დეკორის ელემენტებზეც. მთავარია ადვილად იწმინდებოდეს და ირეცხებოდეს. ეცადეთ რომ მათი რიცხვი მაქსიმალურად შეამციროთ და დასალაგებელიც ნაკლები გექნებათ.
რაც შეეხება ჭერს აქაც მარტივი, გადაჭიმული ჭერის გაკეთებას გირჩევთ, რომელიც მოსავლელად მარტივია.
თავიდან მოიშორეთ ხალიჩები და ნუ დაგენანებათ, დაიტოვეთ მხოლოდ პატარა ფეხის საწმენდები.
უპირატესობა ჩაშენებეულ ტექნიკას მიანიჭეთ, ასე ბევრად გაგიმარტივდებათ დალაგების პროცესი.

განათება



ჭაღების რეცხვა წარსულს ჩაბარდა, ეცადეთ შეარჩიოთ უმარტივესი მოდელი, სადა და ადვილად გასაწმენდი.

ნაკლები ავეჯი



სახლში სისუფთავის შენარჩუნება ბევრად მარტივია, როდესც ნივთების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
თავიდან მოიშორეთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი