ნივთები სამზარეულოში, რომელსაც არასწორად მოვიხმართ


გამოცდილ დიასახლისებს არ ჭირდებათ იმის ახსნა, როგორ გათალონ კარტოფილი ან ათქვიფონ კვერცხი. თუმცა არსებობს ისეთი ნივთები, რომელსაც გამოცდილი მზარეულებიც კი არასწორად მოიხმარენ ხოლმე, მაგრამ სწავლა გვიანი არასდროს არის და ჩვენც შემოგთავაზებთ საინტერესო სიახლეებს.

კბილანებიანი დანა



ცნობილია, რომ კბილანებიანი დანა განკუთვნილია პურის დასაჭრელად. ბევრ დიასახლისს ასეთი დანის მინიატურული ვარიანტი აქვს, ასეთ დანას გაყოფილი თავი აქვს, ის პომიდორის და სხვა მაგარკანიანი ხილის და ბოსტნეულის საჭრელად არის განკუთვნილი, გაყოფილი პირი კი დაჭრილი ნაწილების ასაღებად და მოსარევად არის განკუთვნილი.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა



თურმე მნიშვნელოვანია
მანქანის რომელ ნაწილში მოათავსებთ გასარეცხ თეფშებს. მაგალითად, ნახშირწყლის ნარცენებიანი თეფში (კარტოფილი, ბრინჯი, მაკარონი) უმჯობესია ცენტრში ჩაალაგოთ, ხორცის ნარჩენებიანი კი ნაპირში. ასე ჭურჭელი ბევრად უკეთესად გაირეცხება.

სამზარეულოს კომბაინი



ბევრი დიასახლისი ვერ ხედავს სხვაობას კომბაინსა და ბლენდერს შორის, თუმცა კომბაინი მყარ და მშრალ პროდუქტებს ბევრად ეფექტურად ერევა.

ბლენდერი



ბლენდერი განკუთვნილია სუპების, კოქტეილების და სოუსების დასამზადებლად. იმისათვის, რომ ბლენდერი დიდხანს გემსახუროთ მნიშვნელოვანია მისი სწორად ხმარება. Mმაგალითად ის, თუ რა თანმიმდევრობით უნდა მოათავსოთ მასში ინგრედიენტები.

აი წესი:

1. სითხე, იქნება ეს იოგურტი, წყალი, რძე, კეფირი თუ ბულიონი

2. დამატებითი პატარა ზომის ინგრედიენტები _ თხილი, ხილი და ა.შ.

3. ხილის ან ბოსტნეულის შედარებით მსხვილი ნაჭრები

4. ყინული

მაცივარი



ძალიან ხშირად მაცვრის კარში ვინახავთ ხოლმე კვერცხს, რძეს. ეს არ გახლავთ სწორი. საქმე ის არის, რომ მაცივრის ეს ნაწილი ყველაზე თბილი ნაწილია და ის სოუსებისა თუ წვენის შესანახად უფრო გამოგადგებათ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაცივარი არ იყოს გადატვირთული და პროდუქტებს შორის დარჩენილი იყოს თავისუფალი ადგილი, რათა ჰაერმა შეძლოს თავისუფლად ცირკულაცია.

ნივრის საჭყლეტი



იმისათვის, რომ ნიორი დაჭყლიტოთ სულაც არ არის აუცილებელი მისი გასუფთავება., ნაფრცქვენები ისედაც საჭყლეტში დარჩება.

მიკროტალღური ღუმელი



იმისათვის, რომ მიკროტალღური ღუმელი სწორად მოიხმაროთ უნდა იცოდეთ მისი სიმძლავრე, სწორედ ეს არის მასში ყველაზე მნიშვნელოვანი. ამის განსაზღვრა ღუმელის უკანა მხარეს არის შესაძლებელი.

ღუმელი



რაიმეს გამოცხობის დროს ღუმელი პირველი 20 წუთის განმავლობაში არ გამოაღოთ, არ მიაჯახუნოთ კარი და მას შემდეგ, რაც გამოცხვება, ეცადეთ პროდუქტი გაციებამდე მასში დატოვოთ.

კარტოფილის საწმენდი



კარტოფილისა თუ სხვა ბოსტნეულის წმენდის დროს მოძრაობა მიმართული უნდა იყოს თვენგან. საქმე არა მარტო უსაფრთხოებაშია, არამედ ხარისხშიც.

სპაგეტის კოვზი



კოვზზე არსებული ნასვრეტები არა მარტო წყლის გადასაწურად გამოიყენება, არამედ პორციას განსაზღვრავს. Eერთი კოვზი ერთი სტანდარტული პორციაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი