როგორ ვიმუშაოთ ისე, რომ სამზარეულო მოწესრიგებული იყოს - 10 რჩევა მას, ვისაც სამზარეულოში ფუსფუსი ყოველდღე უწევს

1. დაიწყეთ სუფთა სამზარეულოთი

სანამ სადილის მომზადებას დაიწყებდეთ სამზარეულო კარგად დაალაგეთ, ირგვლივ ყველაფერი სუფთა უნდა იყოს.

2. სანამ მომზადებას დაიწყებთ, შეადგინეთ გეგმა

კარგად გათვალეთ, როდის რა და რამდენჯერ უნდა გააკეთოთ და ისე შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, რომ ერთი და იგივე საქმის გაკეთება ორჯერ არ მოგიწიოთ.

3. შეარჩიეთ სათანადო ინსტრუმენტები



ასეთი რამ ყველას მოსვლია - დაიწყეთ კეთება და თასი აღმოჩნდა ძალიან პატარა ან პირიქით, დიდი, დანა - გაულესავი ან მოუხერხებელი, ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოთ და დრო და ენერგია ტუილად არ დახარჯოთ, აუცილებლად კარგად განსაზღვრეთ,
რა გჭირდებათ და რა ზომის.

4. შეარჩიეთ მოსახერხებელი შესანახი სისტემები



ეაცდეთ პროდუქტი ისეთ კონტეინერებში დაახარისხოთ, რომ შემდეგ მათი მოხმარება ადვილი იყოს.

5. პროდუქტი ერთმანეთში ნიჟარის თავზე აურიეთ



თუ ხვდებით, რომ რამდნიმე პროდუქტი ერთმანეთს უნდა შეუროთ და შესაძლოა დაგეფანტოთ, უმჯობესია ეს პროცედურა ნიჟარის ზემოთ გააკეთოთ, ასე თავიდან აიცილებთ ზედმეტ საქმეს.

6. გამოიყენეთ დიდი ზომის თეფში



სადილის მომზადების დროს გაზქურა და სამუშაო ზედაპირი ზედმეტად რომ არ დაგესვაროთ, კოვზების და სხვა ატრიბუტების დასადებად დიდი ზომის თეფში გამოიყენეთ.

7. დაუმეგობრდით ფოლგას

ნუ დაინანებთ ცხობის და წვის დროს ქაღალდისა და ფოლგის გამოყენებას, ასე თავიდან აიცილებთ დასუფთავების არცთუ მარტივ პროცესს.

8. სასწრაფოდ მოიშორეთ პროდუქტის ნარჩენები


კეთების დროს სასწრაფოდ თავიდან მოიშორეთ პროდუქტის ნარჩენები.

9. დაასუფთავეთ მაშინვე

კეთების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც რამე გვექცევა ან გვეყრება. ნუ გადადებთ მოწმენდის და მოგვის პროცესს, მაშინვე დაასუფთავეთ დანაგვიანებული თუ დასვრილი ადგილი.

10. გამოიყენეთ შესვენებები

სანამ ხორცი იხარშება ან ღუმელში რამე ცხვება, გამოიყენეთ ეს დრო დანარჩენი, უკვე გამოყენებული ნივთების გასარეცხად და დასაბინავებლად.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი