8 ადგილი სახლში, რომელიც იმაზე ხშირად უნდა დასუფთავდეს მტვერსასრუტით, ვიდრე ჩვენ გვგონია

დიასახლისების უმეტესობა სახლში ყველაზე ხშირად იატაკს და ხალიჩებს ასუფთავებს მტვერსასრუტით, პლინტუსებს კი ნაკლებად ან სულაც არ ეხება ხოლმე. არადა, ამ ადგილას იმაზე მეტი მტვერი გროვდება ხოლმე ვიდრე თავად იატაკზე. მოდით განვიხილოთ, კიდევ რომელი ადგილები საჭიროებს ყველაზე მეტ ყურადღებას.

უჯრები და კარადები


შეიძლება ამაზე არ გიფიქრიათ, თუმცა უჯრები და კარადები აუცილებლად უნდა გასუფთავდეს კარგად, მტვერსასრუტით.

ფარდები და ჟალუზები


ფარდები ძალიან ჭუჭყიანი სეზონის ბოლო არის ხოლმე, თუმცა იქამდეც მტვრიანია, რასაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ ხოლმე და თუ ფანჯრები ღია გვაქვს ეს მტვერი სახლში, ოთახებში
ცირკულირებს. ამიტომ, სახლის დალაგების დროს არ დაგავიწყდეთ მტვერსასრუტით მისი გაწმენდაც, გაუკეთეთ მას სპეციალური რბილი თავი და ისე გაასუფთავეთ ფარდები და ჟალუზები.

მატრასი


ლოგინის თეთრეულს ალბათ ხშირად ცვლით, მაგრამ მატრასი როდის დაამუშავეთ ბოლოს, მტვერსასრუტით? არადა, ყველაზე მეტი მტვერი და ბაქტერია სწორედ მატრასში გროვდება.

ცოცხი და ასაღები


ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ დროდადრო ცოცხსა და მტვერსასრუტსაც ჭირდება მტვერსასრუტით გაწმენდა. ცოცხზე თავს იყრის უამრავი მტვერი, თმა და ბეწვი, თუ სახლში ცხოველი გყავთ.

დივანი

დივანი მტვერსასრუტით კვირაში ერთხელ უნდა გაასუფთავოთ. მასზე, ისევე, როგორც ხალიჩაზე, უმრავი მიკრობი და მტვერი იყრის თავს.

ფანჯრის რაფა

სახლის დალაგების დროს კარგი იქნება ფანჯრის რაფის მტვერსასრუტით გაწმენდაც.

კლავიატურა

თითქმის ყოველთვის გვავიწყდება ასევე ტექნიკის გაწმენდაც, რომელთანაც ყველაზე ხშირი და მჭიდრო შეხება გვაქვს. გაუკეთეთ მტვერსასრუტს სპეციალური თავი და ისე გაწმინდეთ კლავიატურა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი