ადგილები სახლში, რომელთა გასუფთავება გვავიწყდება ხოლმე და მათი დასუფთავების იოლი ხერხები

მაშინაც კი, თუ სახლს რეგულარულად ალაგებთ და შაბათ-კვირას გენერალურ დასუფთავებას უძღვნით, ეს არ გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თქვენს ბინაში ყველაფერი იდეალურად სუფთაა.

უნიტაზის ჩასარეცხი, გაზქურის ღუმელი, ჟალუზი - ხშირად გვავიწყდება ხოლმე.
ვეცდებით მოგცეთ რჩევები, რომელიც გაგიმარტივებთ ამ არცთუ სასიამოვნო პროცესს და თქვენი სახლი ყოველთვის უზადოდ სუფთა იქნება.

1. უნიტაზის ჩასარეცხი ბაკი

დიასახლისების უმრავლესობა 100 პროცენტით დარწმუნებლია, რომ თავად უნიტაზის შიგნიდან და გარედან გახეხვა საკმარისია იდეალური სისუფთავისთვის, თუმცა ასე არ არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია უნიტაზის ჩასარეცხი ბაკის სუფთად შენარჩუნება. სწორედ ამ ბაკში
მოთავსებული წყლით ირეცხება თავად უნიტაზი.

როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას სწრაფად და ხარისხიანად?

პირველ რიგში მოვამზადოთ რაც შეიძლება მაგარი ჯაგრისი და სოდა და შევუდგეთ საქმეს.
დაცალეთ წყლის რეზერვუარი, რათა წმენდის პროცესი უფრო მოხერხებული იყოს. დაიტანეთ ჯაგრისზე სოდა და გახეხეთ ჯერ რეზერვუარის ძირი, შემდეგ კი კედლები.
სამწუხაროდ, ეს მოთოდი გამოგადგებათ მხოლოდ სტანდარტული უნიტაზების საწმენდად, დასაკიდი უნიტაზის შემთხვევაში ამას ვერ იზამთ.

2. ღუმელი

ყველამ კარგად ვიცით, რომ გაზქურის შიდა ნაწილი, ანუ ღუმელი არცთუ ხშირად იწმინდება ხოლმე. დღევანდელ დღეს, როდესაც დიასახლისები არა მხოლოდ სახლის საქმეებით არიან დაკავებულები და სულ აქვთ დროის დეფიციტი, ხშირად გვიწევს ამა თუ იმ საქმის სამომავლოდ გადადება, ამ საქმეებში ხშირად ხვდება ღუმელიც. მიმხმარი ცხიმი კი არცთუ მარტივი მოსაშორებელია.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხერხის მეშვეობით ამ საქმეს გაიმარტივებთ. აიღეთ თანაბარი რაოდენობის საკვები სოდა, ძმარი და ჭურჭლის სარეცხი სითხე. მოათავსეთ ეს ყველაფერი ერთ ჭურჭელში და ურიეთ ქაფიანი მასის მიღებამდე. დაიტანეთ ეს მასა ჭუჭყიან ადგილებზე ან მთლიან ზედაპირზე და გააჩერეთ რამდენიმე საათი. ამ დროის განმავლობაში ცხიმი დადნება და მისი მოშორება სველი ღრუბლით ბევრად მარტივი გახდება.

თუ სამზარეულოში ემალირებული ღუმელი გაქვთ, საქმე უფრი მარტივად არის, ამ შემთხვევაში ორთქლი დაგეხმარებათ. გახსენით წყალში ჭურჭლის სარეცხი სითხე, მოათავსეთ ღუმელში, ჩართეთ ღმელი და გააჩერეთ ერთი საათი.
ამ დროის განმავლობაში ორთქლი შეჭამს მთელ ცხიმს და ღუმელის კედლების გაწმენდა ბევრად მარტივი იქნება.
თუ აღნიშნული ხერხით წმენდის შემდეგ ღუმელს უსიამოვნო სუნს შეატყობთ არ შეშინდეთ, ჩააგდეთ წყალში აქტივირებული ნახშირი და ჩართეთ ღუმელი ისე, რომ წყალმა რამდენიმე წუთი იდუღოს. უსიამოვნო სუნი აუცილებლად გაქრება.

3. კერამიკული ფილები

კერამიკულ ფილებს შორის არსებული მცირე ზომის ნაპრალები საგულდაგულო წმენდას საჭიროებს. სტანდარტული ზომის ღრუბელი და დიდი ჯაგრისი ამ საქმეს ვერ მოერევა, აი, კბილის ჯაგრისი კი ძალიან ეფექტური საშუალებაა.

4. კედლები

თუ ოჯახში ბავშვი ან ბავშვები გყავთ, დარწმუნებულები ვართ, აუცილებლად აღმოჩნდებოდით აღნიშნული პრობლემის წინაშე. პატარებს ხომ ძალიან უყვართ ხატვა და არც კედელზე ხატვაზე ამბობენ უარს.

ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი უბრალო მელამინის ღრუბლით. უბრალოდ უნდა დაასველოთ ღრუბელი და გაწმინდოთ კედელი. შესაძლოა ამ პროცესისთვის 5 წუთი არ იყოს საკმარისი, მაგრამ უნდა აღიჭურვოთ მოთმინებით და გააგრძელოთ წმენდა.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის პასტა. დაიტანეთ კბილის პასტა ლაქაზე და გაწმინდეთ ღრუბლით.

5. ჟალუზი

მტვერი, რომელიც ჰორიზონტალურ ჟალუზებში გროვდება, დიასახლისებს ნამდვილ კოშმარს უწყობს ხოლმე. მტვრის მოშორება მარტივი საქმე ნამდვილად არ არის და სულ მცირე, კვირაში ერთხელ მაინც უნდა გაიწმინდოს.
მოიძიეთ ძველი შალის წინდა, ჩამოიცვით ხელზე და დაიწყეთ მტვრის წმენდა ზემოდან ქვემოთ. ნახეთ, რა მარტივად შეძლებთ ერთი შეხედვით ამ რთული საქმის შესრულებას.
თუ მტვერი საგულდაგულოდ არის ჩამჯდარი, მაშინ დაასველეთ შალის წინდა ძმარში, კარგად გაწურეთ და ისე გაწმინდეთ.

6. კლავიატურა

ალბათ ბევრ თქვენგანს "დაუფერთხავს" კლავიატურა. მასში ხომ უამრავი რამ იყრის თავს - ნამცეცები, მტვერი, სხვადასხვა პატარა ნაწილაკი.
პირველ რიგში გამორთეთ კომპიუტერი, გადმოაბრუნეთ კლავიატურა და კარგად დაფერთხეთ. შემდეგ აიღეთ კბილის ჯაგრისი, დაასველეთ საპნიან წყალში და კარგად დაამუშავეთ ყველა ნაპრალი. ბოლოს აიღეთ მშრალი ბამბის დისკი და ყველაფერი კარგად გაამშრალეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი