რატომ არ შეიძლება მაცივრის ზედა თაროზე ქათმის შენახვა

ქათამს თითქმის ყოველდღიურად ვიყენებთ ჩვენი კვების რაციონში. ქათმის ბულიონი, სალათი, უბრალოდ შემწვარი ქათამი ნებისმიერი ოჯახის საყვარელი კერძია და აქედან გამომდინარე ყველაზე მოთხოვნადია, თუმცა, რამდენადაც სასარგებლო და გემრიელია, იმდენად სახიფათო და მალფუჭებადიც გახლავთ.

საბედნიეროდ, დიასახლისების უმეტესობამ კარგად იცის, რომ ქათამი თერმულად ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს, უმი არ უნდა დარჩეს, რათა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. ამ ფაქტორს ყველა ითვალისწინებს, თუმცა ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, როგორ უნდა შევინახოთ ქათამი სწორად, რათა მან ზიანი არ მიაყენოს ჩვენი ოჯახის წევრებს.

როდესაც მარკეტიდან ან ბაზრიდან სავსე
ჩანთებით ვბრუნდებით, ერთი სული გვაქვს, როდის დავაბინავებთ პროდუქტს, რათა დავისვენოთ, ამ დროს მთავარია, ისინი მაცივარში მოვათავსოთ და კონკრეტულად სად დავდებთ ამა თუ იმ პროდუქტს, დამეთანხმებით ალბათ, ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ ხოლმე. საქმე ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად არის, სადაც თავისუფალ ადგილს დავინახავთ, ახალშეძენილ პროდუქტს სასწრაფოდ იმ ადგილას მოვათავსებთ ხოლმე.

არადა, ამასთან დაკავშირებით გარკვეული მითითებები და წესები არსებობს, რომელთაც დიასახლისები უნდა ასრულებდნენ. პირველი, რაც უნდა დაიმახსოვროთ გახლავთ ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოათავსოთ უმი ქათამი მაცივრის ზედა თაროზე. საქმე ის არის, რომ უმი ქათმის სისხლი და საშიში ბაქტერიები შესაძლებელია მოხვდეს სხვა პროდუქტებზე, განსაკუთრებით საშიშია ეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პროდუქტი თერმულად არ უნდა დამუშავდეს, მაგალითად ყველი ან კარაქი, ან სხვა რამ. მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად უბრალოდ აქციოთ წესად, რომ უმი ქათამი ზედა თაროზე არასდროს მოათავსოთ, ის ყველაზე დაბლა უნდა შეინახოთ. ან თუ მალევე აპირებთ გაკეთებას, კარგად შეფუთეთ, რომ არ იქონიოს გავლენა სხვა პროდუქტებზე.

ასევე ძალიან საყურადღებოა ქათმის გარეცხვის პროცესი, მისი რეცხვის შემდეგ სამუშაო ზედაპირი თუ ნიჟარა აუცილებლად კარგად უნდა დამუშავდეს, ასევე კარგად უნდა დავიბანოთ ხელები საპნით, რათა ბაქტერიები არ დარჩეს.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი