4 შეცდომა, რომელსაც სამზარეულოში გამოცდილი დიასახლისებიც უშვებენ

სამზარეულოში საქმიანობისას ბევრ წესს მხოლოდ იმიტომ ვიცავთ, რომ უფროსებმა ასე გვასწავლეს. შეიძლება ეს წესები მცდარიც იყო. წარმოგიდგენთ 4 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რასაც ქალი სამზარეულოში უშვებს.

1. თევზის შეწვისას
ნაჭრებად დაჭრილი თევზი შეწვის დროს ხშირად იშლება. ასე რომ არ მოხდეს, შეწვამდე 15 წუთით ადრე უნდა დაამარილოთ არა მარტო თევზის ხორცი, არამედ ის ზეთიც, რომელშიც თევზი უნდა შეიწვას. მთლიანი და მადისაღმძვრელი კერძი მზად გექნებათ.

2. მაკარონის ხარშვისას
მოხარშული მაკარონისთვის წყლის გადავლება საბჭოთა დიასახლისების მეთოდი იყო. ამ მიდგომამ თანდათან დაკარგა აქტუალობა, თუმცა ზუსტი

პასუხი, წყალგადავლებული მაკარონი ჯობია
თუ პირიქით, დიასახლისებს მაინც არა აქვთ. საქმე ისაა, რომ ადრე მაკარონს ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილისგან ამზადებდნენ. მას ერთმანეთზე შეწებების თვისება ჰქონდა. დღეს ფქვილს საგანგებოდ ამუშავებენ და მაკარონი ხარშვისას აღარ ეკვრის ერთმანეთს. შესაბამისად, დღეს მაკარონზე ცივი წყლის გადავლება საჭირო აღარ არის.

3. ზეითუნის ზეთის მოხმარებისას
შეიძლება თუ არა ზეითუნის ზეთში შეწვა? თუ ზეთი რაფინირებული არ არის, ჯობია მხოლოდ უმად მოსასხმელად გამოიყენოთ. თუ რაფინირებულია, ნებისმიერი პროდუქტის შეწვა შეგიძლიათ.

4. როდის ჩავუშვათ ტომატი კერძში
ბევრი გამოცდილი დიასახლისი ახალბედას ურჩევს, რომ ტომატი ან პომიდორი კერძში ბოლოს ჩაამატოს, რადგან პროდუქტის ხარშვას უშლის ხელს. რა ხდება სინამდვილეში? პომიდორში შემავალი მჟავა აჩქარებს ხორცის მომზადებას, მაგრამ ბოსტნეულის ხარშვას ხელს უშლის. შესაბამისად, თუ ჩვეულებრივ სუპს ამზადებთ, ტომატი მას მერე ჩაამატეთ, რაც კარტოფილი, სტაფილო და მაკარონი მოიხარშება. თუ ხორცს თუშავთ, მაშინ უმჯობესია პომიდორი თავიდანვე დაუმატოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი