მათეთრებელი, რომელსაც არც ერთი ნაყიდი მათეთრებელი საშუალება არ შეედრება

ბევრი დიასახლისი უარს ამბობს თეთრი ფერის თეთრეულსა თუ ტანსაცმელზე მხოლოდ იმის გამო, რომ თეთრი ფერი დროთა განმავლობაში კარგავს სიქათქათეს, აღარ გამოიყურება ისე, როგორც ადრე. პირვანდელი სახის დაბრუნება ასეთი ნივთისთვის არც ისე ადვილია, მაღაზიაში ნაყიდი საშუალებები, რომლებიც არც ისე იაფია,  ვერ უმკლავდებიან ამ პრობლემას.ჩვენ გირჩევთ ამ რთული სიტუაციიდან ძალიან მარტივ გამოსავალს. ძალიან ეფექტური მათეთრებელი, შეგიძლიათ თავად დაამზადოთ და ეს ძვირიც არ დაგიჯდებათ. 

საკუთარი ხელით დამზადებული მათეთრებლის მთავარი შემადგენელი ნივთიერება წყალბადის ზეჟანგია, რომელიც ჩვეულებრივი ქლორის შესანიშნავი შემცვლელია და ტოლს არ უდებს ისეთ მათეთრებელ საშუალებებს,

როგორიც ქლორი და ვანიშია.
არსებობს ამ საშუალებით გათეთრების ორი ხერხი.


1.ხერხი

ამისთვის დაგვჭირდება 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი ანუ პერეკისი. 2 ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ ერთი ჩაის კოვზი პერეკისი. თუ სიყვითლე დიდი ხნის არის, შესაძლებელია ამ ნარევს დაუმატოთ სოდა ნაცარი.


ემალის ქვაბში ჩაასხით წყალი და გაათბეთ 30-40 გრადუსამდე. თუ შედარებით ძლიერი ეფექტის მიღწევა გსურთ, შეგიძლიათ წყალი უფრო მარალ ტემპერატურამდე, 60-70 გრადუსამდეც გააცხელოთ. დაუმატეთ პერეკისი და სოდა, სურვილის მიხედვით, კარგად აურიეთ და ჩაალბეთ მასში გაყვითლებული ნივთი.პროცესი გრძელდება 20 წუთი, მაღალ ტემპერატურაზე კი 10 წუთი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნივთი უნდა ატრიალოთ წყალში, რათა ნაჭერი თანაბრად გათეთრდეს. ამის შემდეგ ნაჭერს მხოლოდ გავლებაღა სჭირდება.

2.მეორე ხერხი
5 ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი პერეკისი და ერთი სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი. წყალი უნდა ჩაასხათ ემალის ქვაბში და გააცხელოთ 80 გრადუსამდე. ცხელ წყალს დაუმატეთ პერეკისი და ნიშადურის სპირტი.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი