მან ჯაგრისი უნიტაზის თავსახურის ქვეშ დატოვა 10 წუთით... გენიალური და სასარგებლო იდეა!

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ნებისმიერი დიასახლისისთვის ყველაზე უსიამოვნო აბაზანისა და საპირფარეშოს დალაგება-მოწესრიგებაა. არადა ეს სწორედ ის ადგილებია, რომლებიც ყოველთვის განსაკუთრებულად სუფთა უნდა იყოს. ვეცდებით მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც საპირფარეშოს და აბაზანის დალაგების პროცესს დააჩქარებს და თან გაამარტივებს.

1. კბილის ჯაგრისი და მისი შენახვის წესი
იმისათვის, რომ კბილის ჯაგრისი ზედმეტი მიკრობებისგან გაათავისუფლოთ, ის თავით ძმარში უნდა მოათავსოთ ნახევარი საათის განმავლობაში, ჯაგრისების შესანახ ყუთს კი ძალიან კარგად გარეცხვთ ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი სითხით.
შეგახსენებთ, რომ კბილის ჯაგრისი უნდა გამოცვალოთ 3-4 თვეში ერთხელ.


2. ტანის ღრუბელი
იმისათვის,

რომ ტანის დასაბანი ღრუბელი მიკრობებისაგან გაათავისუფლოთ, დაგჭირდებათ ისევ ძმარი. გახსენით ძმარი ცხელ წყალში პროპორციით 1/1-ზე და 1 საათით ჩადეთ მასში ღრუბელი.


3. საპარსი საშუალებები
საპარსის პირი ყველაზე კარგად ჩვეულებრივი სპირტით იწმინდება.


4. უნიტაზის საწმენდი ჯაგრისი

უნიტაზის გაწმენდის შემდეგ ჯაგრისს დეზინფექცია სპირტით გაუკეთეთ. ჩადეთ სპირტში და ისე მოათავსეთ უნიტაზზე, როგორც ფოტოზეა მითითებული. გააჩერეთ 10 წუთი და გაავლეთ გამდინარე წყალში. ასევე სპირტით გაწმინდეთ მისი ჩასადებიც.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი