როგორ უნდა გავაწყოთ მაგიდა ეტიკეტის სრული დაცვით

ლამაზად გაშლილი მაგიდა დიასახლისის გემოვნებაზე, სტუმართმოყვარეობასა და პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გარდა იმისა, რომ მაგიდაზე გაწყობილი საჭმელი უნდა იყოს ძალიან გემრიელი, ის სათანადოდ, ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეტიკეტის დაცვით იყოს დალაგებული ჭურჭელი და დანა-ჩანგალი. ჩვენ შევეცდებით მოგცეთ საჭირო და მნიშვნელოვანი რჩევენი ამ მეტად საინტერესო და საჭირო საკითხთან დაკავშირებით.

ოდითგანვე საკვების მიღება მარტო ჭამას არ გულისხმობდა. ლამაზად გაშლილ მაგიდასთან მსხდომი ადამიანებისთვის ეს დღესასწაული იყო. შეკრებილი საზოგადოება არა მარტო აგემოვნებდა წინასწარ საგულდაგულოდ მომზადებულ კერძებს, არ

ამედ საუბრობდნენ, უზიარებდნენ ერთმანეთს შეხედულებებსა და აზრებს. სწორედ ამ პროცესის შედეგად გაჩნდა ცნება სერვირება. ლამაზად და სწორად განლაგებული ჭურჭელი სასადილო მაგიდას კიდევ უფრო მეტ სადღესასწაულო ელფერს სძენდა. ასე რომ, სერვირების ეტიკეტის ამოქმედების შემდეგ მას უკვე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ და აქცევენ დღემდე, ის ნებისმიერი მაგიდასთან თავშეყრის განუყრელ ატრიბუტად იქცა.
ჩვეულებრივ, ოჯახურ ვახშამზე ეტიკეტის მკაცრ დაცვას არავინ ითხოვს და აკონტროლებს, უბრალოდ, ადამიანებს სიამოვნებთ ლამაზად გაშლილ მაგიდასთან ჯდომა.
მოდით, გავეცნოთ რამდენიმე რჩევას და წესს, რომელიც თქვენს სუფრას კიდევ უფრო დახვეწს და გაალამაზებს.

რა უნდა ვიცოდეთ მაგიდის სერვირებასთან დაკავშირებით
პირველ რიგში იზრუნეთ იმაზე, რომ მაგიდაზე განთავსებული ყველა ნივთი იყოს ზედმიწევნით სუფთა. ამისთვის საჭიროა გაწყობის წინ ჭურჭელი თბილ წყალში დასველებული, კარგად გაწურული სუფთა ტილოთი გაწმინდოთ, ამის შემდეგ კი კარგად გაამშრალოთ და გააპრიალოთ. დარწმუნდით, რომ ჭურჭელსა და ჭიქებს წყლის არანაირი კვალი არ ეტყობა.
სუფრა უნდა იყოს საგულდაგულოდ დაუთოებული. მისი კიდეები მაგიდას 25-30 სმ-თი უნდა ცდებოდეს, ისე, რომ კუთხეებმა ცოტათი მოახერხოს მაგიდის ფეხების დაფარვა.
ბევრი დიასახლისი, სუფრის დალაქავების თავიდან ასაცილებლად, სუფრას ზემოდან აფარებს ცელოფანს, რაც ეტიკეტის მიხედვით ყოვლად დაუშვებელია. დაგვიჯერეთ, თუ სტუმრებს ელოდებით, ამის გაკეთება არ ღირს.
დანა-ჩანგლის რაოდენობა თეფშებთან დამოკიდებულია სიტუაციაზე და იმ კერძებზე, რომელთა მირთმევასაც აპირებთ იმ კონკრეტულ წვეულებაზე. და ყველაზე მთავარი, ოქროს წესი, ყველა სტუმრის სერვირება აბსოლუტურად ერთნაირი უნდა იყოს.

 

სწორად სერვირება


დაუკვირდით ფოტოს
1. დანა კარაქისთვის
2. თეფში პურისა და კარაქისთვის
3. კოვზი (პირველი კერძის მისართმევად)
4. ჩანგალი ზღვის პროდუქტებისთვის (ცივი კერძების მისართმევად)
5. დანა ზღვის პროდუქტებისთვის
6. ჩანგალი ხორცისა და სალათებისთვის (ძირითადი კერძი)
7. მაგიდის დანა
8. დეკორატიული თეფში
9. თეფში წვნიანისთვის
10. დესერტის კოვზი
11. დესერტის ჩანგალი
12. წყლის ჭიქა
13. შამპანურის ბოკალი
14. ღვინის ბოკალი
15. ხელსახოცი
ფოტოზე წარმოდგენილია ევროპული ეტიკეტის კლასიკური ნიმუში


ნიმუშის სახით წარმოდგენილია ყველა ატრიბუტი. რა თქმა უნდა, ეს მთლიანი კომპლექტი ალბათ, არ დაგჭირდებათ, თუმცა დახედეთ ფოტოს და გამოიყენეთ ის ნიმუშები, რომლებიც თქვენი კერძებისთვის იქნება საჭირო.
მაგალითად, ჩვეულებრივი, ტრადიციული სუფრისთვის საკმარისია დატოვოთ თეფში პურისა და კარაქისთვის, კოვზი პირველი კერძისთვის, ჩანგალი ძირითადი კერძისთვის, მაგიდის დანა, დეკორატიული და წვნიანის თეფში, ჭიქა წყლისთვის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს კომპლექტი შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ დესერტი, უმატებთ დესერტისთვის საჭირო ჭურჭელს.

ხელსახოცები და მათი განლაგება
ხელსახოცი სადღესასწაულო სუფრის მთავარი აქსესუარია. არსებობს ორი ძირითადი სახის ხელსახოცი, ნაჭრისა და ქაღალდის. ნაჭრის დიდი ხელსახოცი, როგორც წესი, განკუთვნილია მუხლებზე დასაფენად. ქაღალდის ხელსახოცებს კი უშუალოდ ჭამის პროცესის დროს გამოიყენებენ. ისინი ისე უნდა იყოს განლაგებული, მაგიდის ცენტრში, რომ ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. თუ მაგიდა დიდი ზომის არის, გირჩევთ ხელსახოცები რამდენიმე ადგილას ჩადგათ, რომ სუფრის თითოეული წევრი ადვილად მიწვდეს.


ხელსახოცები შეგიძლიათ ჩაალაგოთ როგორც ჩვეულებრივ ხელსახოცების ჩასადებში, ისე ყველა თეფშს დაუდოთ ინდივიდუალურად. ხელსახოცებს შეგიძლიათ მისცეთ ორიგინალური ფორმები. დაიმახსოვრეთ, რომ სუფრის საერთო სერვირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ხელსახოცების ფერსა და მათ განლაგებაზე.
კიდევ ერთი რჩევა, თუ თქვენი სუფრა არ ითვალისწინებს პირველ კერძს, შეგიძლიათ ხელსახოცი უშუალოდ თეფშზეც მოათავსოთ.


პირველ ფოტოზე ჩვენ გაჩვენეთ მაგიდის სერვირების კლასიკური ნიმუში, თუმცა სულაც არ არის აუცილებელი ამ ეტიკეტის ზედმიწევნით დაცვა, შესაძლებელია ტვქნ უფრო საინტერესო იდეებიც გაგიჩნდეთ. მაგიდის გაფორმება ხომ მრავალი ხერხით არის შესაძლებელი, მთავარია, რომ ძირითადი ჭურჭელი იყოს თავის ადგილზე, დანარჩენი კი დიასახლისების ფანტაზიისთვის მიგვინდია.


როგორც ნახეთ, მაგიდის სერვირება ძალიან ინდივიდუალური პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განსაზღვრული წესები, ფერთა გადათამაშებას და ფანტაზიის გამოყენებას არავინ კრძალავს.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი