10 რჩევა, რომ თქვენი ფანჯრები მუდამ კრიალებდეს

თუ ახლო მომავალში ფანჯრების მოწესრიგება გაქვთ გადაწყვეტილი, ჯერ ჩვენს რჩევებს გაეცანით.

საუკეთესო დრო
ფანჯრების გაწმენდა უმჯობესია მოღრუბლულ ამინდში, მზიანში მინა სწრაფად შრება. ნამიანი ზედაპირის გადაწმენდას ვერ მოასწრებთ, წუწები შეშრება და ლაქებს დატოვებს.

ოპტიმალური საშუალებები
ძვირად ღირებულ ქიმიურ საშუალებებს ძმარი ამჯობინეთ. ძმრით გაწმენდილი ფანჯრები მუდამ იდეალურად გამოიყურება. საწმენდი საშუალება ასე მოამზადეთ: გააზავეთ ძმარი წყლით 1:8, დაუმატეთ ლიმონის ეთერზეთის 10 წვეთი, მოათავსეთ პულივიზატორიან ქილაში და გამოიყენეთ.

სწორი მიმართულება


უმჯობესია მინა სხვადასხვა მიმართულებით გაწმინდოთ. ზევიდან-ქვევით ან ერთი გვერდიდან მეორე გვერდისკენ. თუ ჭუჭყიან ზოლი დაგრჩებათ, მას ადვილად შეამჩნევთ.

ჩარჩოების გასასუფთავებლად

ჩარჩოებსა და ღრიჭოებში ჩამჯდარი ჭუჭყი შეგიძლიათ პარალონის ფუნჯით ან ჯაგრისით გაწმინდოთ. რაფის კუთხეებში, იქ სადაც ჭუჭყი ყველაზე მეტი გროვდება, სიდისა და ძმრის ნარევი მოათავსეთ, გააჩერეთ 10-15 წუთი. ამგვარად ჭუჭყი ადვილად გამოიხვეტება. წვრილ ღრიჭოებში ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაცილებლად სველი ხელსახოცი დანას დააფარეთ და ისე გაწმინდეთ.

რეზინის ხვეტია საწმენდი ჩვრის ნაცვლად


ის გაცილებით მოსახერხებელია. თუ მინა ძალიან ჭუჭყიანია, ჯერ ჩვრით გაწმინდეთ, შემდეგ საწმენდი საშუალება მიასხურეთ და რეზინის საწმენდით გაასუფთავეთ.

მელამინის ღრუბელი ჩამჯდარი ჭუჭყებისთვის

საუკეთესოდ აცილებს ჭუჭყს პლასტიკატის ჩარჩოებიდან. თავდაპირველად ლაქა ჩვრით მოწმინდეთ, რასაც ვერ გაუმკლავდება მელამინის ღრუბელი წააშველეთ.

იატაკის ჯოხის სიკეთე


ფანჯრები, რომლებიც არ იღება, რთული გასაწმენდია. მათთვის იატაკის ჯოხები გამოდგება, რომლებსაც მბრუნავი თავი აქვთ.

დიდი ფანჯრების მტვერსასრუტი


თუ სახლში დიდი ფანჯრები გაქვთ, მინების მტვერსასრუტი უნდა შეიძინოთ. ის მინებიდან ჯერ მტვერსა და ჭუჭყს მოაცილებს, შემდეგ საწმენდ საშუალებას შეასხურებთ და და რეზინის ხვეტია საწმენდით მოწმინდავთ დარჩენილ ჭუჭყს. ფანჯრების მტვერსასრუტი დალაგების დროს შეგიმცირებთ. ჩარჩოების გასაწმენდად კი ისევ ჩვარი უნდა გამოიყენოთ.

რკინის ხვეტია საღებავის წინააღმდეგ


ის იდეალურად მოაშორებს მინას საღებავის ან ლაქების კვალს. აგრეთვე იდეალურია მიწებებული ქაღალდის მოსახსნელად.

სითხე მინებისთვის


თუ თქვენს ფანჯრებზე ხეების ან ტრასის მტვერი ხვდება, ავტოსალონებში წვიმის წვეთებისგან დამცავი სითხე შეიძინეთ. შედეგად, მინები დიდხანს შეინარჩუნებენ სისუფთავეს და მტვერი და ჭუჭყი აღარ ჩააჯდებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი