როდის არის ჩირი საეჭვო, რამდენად არის სასარგებლო და როგორ უნდა მოამზადოთ ჩირი

ჩირი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ნატურალურ ნუგბარად. გამხმარ ხილში გაცილებით მეტი ვიტამინია შენარჩუნებული, ვიდრე მაცივარში სეზონურად შენახულ იგივე პროდუქტში. ხილი ხომ მალფუჭებადი პროდუქტია. სწორედ დაჩირვის ხერხით შეიძლება მისი შენახვა ისე, რომ სასარგებლო თვისებები არ გაუქრეს.

ჩირი არაჩვეულებრივი ალტერნატივაა ტკბილეულის მოყვარულთათვის - მასში შემავალი ფრუქტოზა ნაკლებად მავნებელია, ვიდრე შაქარი. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩირის ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე 250-300 კკ-იაა, ამიტომ დღეში 100 გრამზე მეტს ნუ მიირთმევთ.



თითქმის არ მოიძებნება ხილი, რომლისგანაც ჩირი არ კეთდება, თუმცა რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით სასარგებლოა.

გაითვალისწინეთ, მზეზე ხილის დაჩირებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება.

ვაშლი
ჩირი შეიცავს თითქმის ყველა აუცილებელ ვიტამინს, ასევე - პექტინს. ვაშლი სასარგებლოა ყველასთვის, ვისაც კი საკვების გადამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

გარგარის ჩირი
კურკაგამოცლილი გარგარის ჩირი (კურაგა) იმის გამო, რომ გარგარი დიდი რაოდენობით კალციუმსა და მაგნიუმს შეიცავს, რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ჰიპერტონია აწუხებს. ის ასევე ძალიან სასარგებლოა ორსულთათვის.

შავი ქლიავის ჩირი B ჯგუფის ვიტამინების სიმრავლით გამოირჩევა - აუმჯობესებს ნახშირწყლების ცვლას, ამაღლებს სტრესისადმი ორგანიზმის გამძლეობას. უხდება კუჭ-ნაწლავს, თირკმელებსა და გულს. შეკრულობის დროს კარგია შავი ქლიავის ჩირის დალბობა და ძილის წინ 100 გრამის მიღება.



ქიშმიში
მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით, ქიშმიში დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ნამდვილ ანტიდეპრესანტად გვევლინება.

ლეღვის ჩირი
გამხმარი ლეღვი დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს. მასში გაცილებით მეტი რკინა შედის, ვიდრე ვაშლში.

როდის არის ჩირი საეჭვო?
ხილის გამოშრობის სამი წესი არსებობს: მზეზე, ჩრდილში და ღუმელში, ან ქიმიურად დამუშავების შედეგად. სამწუხაროდ, სუპერმარკეტებში უმთავრესად სწორედ ქიმიურად დამუშავებული ჩირი იყიდება. რომელია ჩირის საეჭვო ნიშნები? პირველ რიგში ფერი - ქიშმიში ქარვისფერი არ უნდა იყოს, გარგარის ჩირი (კურაგა) - ნარინჯისფერი, ლეღვი - ოქროსფერი.

სწორად გამომშრალი ჩირი მუქდება. გარგარის ჩირი უნდა იყოს მოყავისფრო, მუქი ქიშმიში - შავი, ლურჯი ელფერით, ლეღვი - ნაცრისფერი, ყავისფერი ან შავი.

ყველა გამხმარი ხილი ჩირი არ არის, მაგალითად, დაშაქრული ცუკატები. ნამდვილი ჩირის დამზადებაში შაქარი საერთოდ არ უნდა მონაწილეობდეს.



ქლიავის ჩირი
ქლიავი გარეცხეთ, გაჭერით და კურკა გამოაცალეთ. დააწყვეთ ფიცარზე და მიუფიცხეთ მზეს. აკონტროლეთ, რომ ჩრდილში არ მოექცეს - შეიძლება ლპობა დაიწყოს. ცალი მხარე, რომ გამოშრება, მეორე მხარეს გადააბრუნეთ.

სასურველია, გასახმობად დაწყობილ ხილს მარლა გადააფაროთ - ამით მწერებისგან დაიცავთ და სისუფთავეს მეტად შეინარჩუნებთ.

5-6 ცალი ტყემალი ან ქლიავი წყალში წამოადუღეთ, დაამატეთ შაქარი და მარილი.

ჩირი ამ ნახარშში ამოავლეთ და ისევ მზეზე გაფინეთ. ამით ჩირი უფრო პრიალა გამოვა და მატლიც არ დაეხვევა. როცა გახმება, აასხით მაგარ ძაფზე და ცოტა ხნით ისევ მზეზე დაკიდებული გააჩერეთ. უკვე გამზადებული ჩირი შეინახეთ ტილოს ტომარაში და არა პოლიეთილენის პარკში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი