საახალწლო სალათი "მამალი" - 2017 წლის საახალწლო სუფრის მთავარი ატრიბუტი

ახალი წელი დღითიდღე ახლოვდება და დიასახლისებიც სულ უფრო მეტს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გააწყონ და გაალამაზონ საახალწლო სუფრა. ყველას უნდა, რაღაც ახალი და გემრიელი კერძი მოამზადოს, განსხვავებული როგორც გემოთი, ისე ვიზუალურად. თქვენი სუფრა ორიგინალურად და ლამაზად რომ გამოუყურებოდეს, კერძების მომზადებას სულ სხვა, ესთეტიური კუთხითაც უნდა შეხედოთ.

აი, მაგალითად, ამჯერად შემოგთავაზებთ საახალწლო კერძს, კერძოდ სალათს სახელად მამალი.


ამ სალათის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
200 გრ ქათმის ფილე
200 გრ ქამა სოკო
1 ცალი ხახვი
5 ცალი კაკალი
200 გრ დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები
100

გრ მაიონეზი
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1/4ჩაის კოვზი მარილი
¼1/4 ჩაის კოვზი შავი პილპილი
100 გრ მაგარი ყველი
1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
1 კონა კამა


მომზადება:
1.მოხარშეთ ქათმის ფილე, გააციეთ და დაძენძეთ
2. ქამა სოკო მოშუშეთ მცენარეულ ზეთში ხახვთან ერთად
3. ნიგოზი დაჭერით წვრილად ან დანაყეთ
4. მოხარშული ქათმის ფილე, მოშუშული სოკო, ნიგოზი და სიმინდის მარცვლები ერთმანეთში აურიეთ
5. შეაზავეთ სალათი მაიონეზით და დაუმატეთ მარილი და პილპილი
6. გამზადებული სალათი გადმოიღეთ თეფშზე და ეცადეთ, მას ქათმის ფორმა მისცეთ
7. შემდეგ მოახეხეთ გახეხილი ყველი
8. წითელი ბულგარული წიწაკისგან გამოჭერით ბიბილოს და ნისკარტის, ასევე ფრთების ფორმები. შავი პილპილის მარცვლისგან გაუკეთეთ თვალი. ძირში დაუდეთ ცოტა კამა.


ეს სალათი, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, დაგვერწმუნებით, რომ ორიგინალურადაც გამოიყურება და აუცილებლად მიიქცევს თქვენი სტუმრებისა და ოჯახის წევრების ყურადღებას.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი