პაწაწინა სახლი, რომელიც მშობლებმა თათას აუწყვეს

ეს პაწაწინა სახლი თამარ თეთრაძემ და დათო არდაზიშვილმა 1 წლის და 7 თვის თათიას აუწყვეს.

- ერთ საღამოს თათა ვერც ერთი სათამაშოთი ვეღარ ერთობოდა, ცუდ ხასიათზე იყო და მოვიფიქრე, სხვა რამე გამეკეთებინა, რაც გაართობდა. ტანსაცმლის შესანახი კალათი გადმოვიღე და ვუთხარი, რომ სახლი იყო მისი და სათამაშოები ჩავალაგეთ შიგნით. საკმაოდ კარგად გაერთო იმ საღამოს, მეორე დღესაც, სულ კალათაით თამაშობდა. თან სახელიც შეარქვა - "ხა" - ძირითადად თავისი მოგონებული სიტყვებით გვესაუბრება.
რამდენიმე დღე რომ არ მობეზრდა, ვიფიქრე აგვეწყო სახლი, მეუღლესაც გავუზიარე იდეა და მაშინვე სარდაფში გაიქცა.
ამოიტანა სარეცხის მანქანის ყუთი, კიდევ დაგვჭირდა მუყაოს დამატება, რომ ცოტა დიდი გამოსულიყო. გვეგონა, ერთ-ორ დღეში მოვრჩებოდით, მაგრამ ერთი კვირა ვაწყობდით, თანდათან სხვადასხვა იდეა მოგვდიოდა. ბოლოს ასეთი გამოგვივიდა. თათა ძალიან კმაყოფილია და ჩვენც, - ამბობს თათას დედიკო თამარი. 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები