როგორ მოვრთოთ სახლი გირლანდებით - კარგი იდეები

გირლანდა საკმაოდ ხელმისაწვდომი და ძალიან ეფექტური საახალწლო მოსართავია, რომელიც სახლში სიმყუდროვესა და სილამაზეს ქმნის.
ახალი წელის სულაც არ არის საჭირო, რომ სახლი გირლინდებით გააფორმოთ, შეგიძლიათ ეს მთელი ზამთარი გააგრძელოთ. გთავაზობთ სახლისა ექსტერიერის და ინტერიერის გირლანდებით გაფორმების სხვადასხვა ვარიანტს.

ჭერზე ორმაგი სკოჩით მომაგრებული გირლანდა სახლში ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის. გამოიყენეთ რამდენმიე დასაკიდი გირლანდა, რათა ეფექტი ბევრად ძლიერი იყოს.

ბუხარზე განთავსებული რამდენიმე ნათურა ოთახს კლასიკურ ელფერსა და სიმყუდროვეს შემატებს.

ახლა მაღაზიებში იყიდება უამრავი სახლის გირლანდა, რომელიც მუშაობს ელემენტებზე და არ ჭირდება ჩამრთველი, ეს
კი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ გირლანდები უფრო ინტენსიურად გამოიყენოთ.

ასე კი ნებისმიერი კარის გაფორმებაა შესაძლებელი. უმარტივესი მეთოდი და ძალიან ეფექტური შედეგი.

ეს კი გირლანდებია სასანთლეში, ძალიან ლამაზია.

თუ თქვენს საწოლს მეტალის თავი აქვს, იქაც შეგიძლიათ გირლანდების დამაგრება.

ასევე შეგიძლიათ გააფორმოთ ტუმბო.

ასეთი განათებული რგოლი კი ნამდვილად ორიგინალურს გახდის თქვენს ინტერიერს.

კომენტარის დამატება