არ გადაყაროთ ძველი დისკები - საოცარი იდეები!

ვის არ მოეპოვება სახლში ძველი, გაფუჭებული დისკები. ხშირად უბრალოდ ვაგდებთ, არადა, თურმე რამდენ რამეში შეიძლება მათი გამოყენება. ჩვენ რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ. 

მთლიანი დისკებისგან შეგიძლიათ, მხიარული და ორიგინალური ფარდა გააკეთოთ.

შეგიძლიათ, მოხატოთ ან ლამაზ ქსოვილში მოაქციოთ, ან ასეთი, მხიარული ფერის დისკები თუ გაქვთ, არც არაფერი უნდა - პირდაპირ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭიქის სადგამად. ასევე - სანთლის დასადებად, საათის "ციფერბლატისთვის".

დაჭრილი და დატეხილი დისკები კი საოცარ მოზაიკას ქმნიან და შეიძლება მათი გამოყენება ავეჯის დეკორირებისთვის, სამკაულებში და აქსესუარებში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები