კაქტუსმა რომ დიდხანს იყვავილოს - რჩევები ამ მცენარის მოვლაზე


ეს შესაძლოა არ იცოდეთ
კაქტუსი ყოველთვის ეკლიანი როდი არის, თუმცა სახელწოდება ითარგმნება ძველბერძნულიდან და ნიშნავს მცენარეს ეკლებით.
1.მართალია თუ არა, რომ მისი დაღუპვა პრაქტიკულად შეუძლებელია?
ეს სიმართლე არ არის, კაქტუსის დაღუპვა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი და საამისოდ უხვი მორწყვა საკმარისია, ასვე ცუდი დრენაჟი და არასწორი გრუნტი. ოთახის მცენარეთა უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი მორწყვაა.
 
2.კაქტუსები ყვავიან?
დიახ, კაქტუსი მოყვავილე მცენარეა, თუმცა ზოგიერთი ჯიში შედარებით ხშირად ყვავის.
3.როგორ უნდა მოვიქვეთ, რომ კაქტუსმა იყვავილოს?
3-4 წლიდან კაქტუსი ყოველწლიურად უნდა ყვაოდეს. თუ ის
ქოთანში გაქვთ რამდენიმე წელი და არ ყვავის, ნაკლებსავარაუდოა, რომ აყვავილდება. იმისათვის, რომ კაქტუსმა იყვავილოს, მან უნდა გაიაროს ბუნებრივი ციკლი – ზამთარში უნდა ეძინოს, გაზაფხულზე უნდა გაიღვიძოს. ზამთარში კაქტუსი შედარებით სიცივეში უნდა მოათავსოთ, მორწყვა კი უნდა შეწყვიტოთ, გაზაფხულზე  ყველაზე მზიან ადგილას უნდა დადგათ და უნდა განაახლოთ წყლის დასხმა.
4.რომელი ჯიშია სასურველი ახალბედიებისთვის?
იაპონური მთვარის კაქტუსი ძალიან მარტივი მოსავლელია. ის ძალიან ლამაზია.

 მარტივი მოსავლელია ოპუნცია და კურდღლის ყურები.  

ასევე ძალიან ადვილია მოსავლელია მამილიარია, ის ძალიან ლამაზიც არის.

5.როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მცენარემ არ დაგვჩხვლიტოს?
უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად და შეხებისას უნდა იხმაროთ სქელი ბაღის ხელთათმანები.
6.ყველა კაქტუსი ეკლიანია?
არა. ითვლება, რომ კაქტუსი უდაბნოში იზრდება, თუმცა არსებობს ტყის კაქტუსიც, რომელსაც არ აქვს ეკლები.

7.რამდენი ხანი ცოცხლობს კაქტუსი?
ველურ ბუნებაში კაქტუსმა შესაძლოა 100 წელი იცოცხლოს, ოთახში კი მხოლოდ 10. ბებერი კაქტუსი არც ისე ესთეტიურად გამოიყურება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები