ვისი სახლების დათვალიერებას შეძლებთ ჟურნალ "შინის" ზამთრის ნომერში

ჟურნალ "შინ"-ის ზამთრის ნომერი უკვე მზად არის. საინტერესო, საჭირო, გამოსადეგი რჩევები, სტატიები, ფოტოები საუკეთესო განწყობას შეგიქმნით.

თვალი გადავავლეთ ჩვენს "შინ"-ებს და… თურმე უკვე მესამე ახალ წელს ვეგებებით ერთად. ეს განსაკუთრებით სასიხარულოა იმ დროს, როდესაც გარშემო ყველა ამტკიცებს, რომ ბეჭდურმა პრესამ თავისი დრო ამოწურა და სრულიად ინტერნეტის ეპოქა დადგა. სინამდვილეში, ასე ნამდვილად არ არის, კარგ და გემოვნებიან პრესას ჰყავს თავისი კარგი და გემოვნებიანი მკითხველი და გვინდა თქვენ, ჩვენს საყვარელ მკითხველს გადაგიხადოთ უდიდესი მადლობა ამ ერთგულებისთვის. რომ არა თქვენი ერთგულება,
თქვენი ინტერესები, თქვენი მოლოდინები, არ იარსებებდა ეს ჟურნალი, მისი საინტერესო თემები და რჩევები. მადლობა თქვენ ამისთვის და ვისურვებდით, კიდევ ბევრ წელს შევგებებოდით ერთად...

ახლა კი ჩვენს ზამთრის ნომერს დავუბრუნდეთ.

წინასაახალწლოდ სოფო გელოვანმა გაგვიღო სახლის კარი და თავის კომფორტულ ბინაში გვიმასპინძლა, გვაჩვენა მისი ისტორიული ფორტეპიანო და გამწვანებული აივანი, რომელიც ცნობილმა მამამთილმა მოუწყო.

ედიშერ მაღალაშვილის სახლშიც შეგვაჭყიტა მისმა ვაჟმა - სახელგანთქმულმა ექიმმა და გია ჯაჯანიძიის ბინაც დავათვალიერეთ, მისი ძვირფასი ქვებისა და სამკაულების კოლექციით.

ამ ნომერში არჩილ და ლაშა სულაკაურების შემოქმედებით მსუნთქავი სახლიც გელოდებათ და ოტია იოსელიანის მშობლიური კერაც.

კომპეტენტური რჩევებით მოგვამარაგეს გამოცდილმა დიზაინერ-არქიტექტორმა და ლანდშაფტის არქიტექტორმა, დაგვარიგეს, როგორ ვიზრუნოთ სახლის შიდა ინტერიერსა და ეზო-ბაღზე. რემონტის შესახებ გამოცდილებას გვიზიარებს მოყვარული დიზაინერი, ხოლო "პარკეტის მოცარტისგან" იატაკის მოვლის შესახებ შევიტყობთ ყველაფერს.

რასაკვირველია, ყვავილების მოვლაც არ დავივიწყეთ, საოცარ ხელოვან ქალბატონებსაც წარმოგიდგენთ და სოფლად მცხოვრებ სამაგალითო ადამიანებსაც.
იმასაც გირჩევთ, როგორ ჯობს შეხვდეთ 2018 წელს, როგორი ინტერიერი იქნება მოდური ამ წელს და რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერ, მშვიდობიან და ხვავით სავსე წელს გისურვებთ. გისურვებთ, თქვენი შინაური გარემო იყოს თბილი, მყუდრო და კომფორტული, რომ ყოველთვის სიამოვნებით იკითხოთ ჟურნალი "შინ".

ყველა მკითხველს, ტრადიციულად ელის საჩუქრები - ამჯერად დეკორატიული ფიფქები შევარჩიეთ თქვენთვის. 10 იღბლიანი კი სასაჩუქრე ვაუჩერს იპოვის ჟურნალში და დეკორატიული სასანთლე ანგელოზით დასაჩუქრდება.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი